BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

>  თამაში ჭვავის ყანაში #10, ჯერომ სელინჯერი თარგმანი ინგლ. - ვახტანგ ჭელიძე

| |
Kapo
post Nov 22 2009, 22:54
#1 

Amateur Amateur
1,281


 თამაში ჭვავის ყანაში

ჯერომ სელინჯერი
თარგმანი ინგლისურიდან - ვახტანგ ჭელიძე

"ერთი დაფხავებული ტაქსი შემხვდა. ისე ყარდა, თითქოს შიგ ვინმეს ამოერწყიოს. ღამით რომ გამოვდივარ შინიდან, არ იქნება, ამისთანა გულისამრევ ტაქსს არ გადავეყარო. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ქუჩებში კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდი, საშინელი სიწყნარე გამეფებულიყო, თუმცა შაბათი ღამე გახლდათ. მხოლოდ აქა-იქ თუ მოჰკრავდი თვალს განმარტოებულ ბიჭსა და გოგოს, რომელთაც წელზე შემოეხვიათ ერთმანეთისათვის ხელი. ზოგჯერ მოხულიგნო ვაჟბატონების გუნდიც შემოგხვდებოდათ, თავიანთი გოგოები რომ მოჰყავდათ და ჰიენებივით ხვიხვინებდნენ, თუმცა თამამად შეგეძლო სანაძლეოს ჩამოსულიყავი, რომ სასაცილო არაფერი იქნებოდა. საშინელებაა, როცა ნიუ-იორკში გვიან ღამით ვინმე იცინის. რამდენიმე მილიდან გაიგონებ და ხელადვე მარტოობის ნაღველი შემოგაწვება. ერთბაშად შინ წასვლა და ჩემს პატარა ფიბისთან ყბედობა მომინდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტაქსის შოფერს გამოველაპარაკე, ჰორვიცი ერქვა. სად ეს და სად ის პირველი შოფერი! ეს კარგი კაცი ჩანდა. ვიფიქრე, იქნებ ამან მაინც იცოდეს იმ იხვების ამბავი-მეთქი.
- ეი, ჰორვიც, - ვუთხარი მე, - ცენტრალურ პარკში რომ ტბაა, იქ არასოდეს გაგივლია? აი ცენტრალური პარკის სამხრეთით?
- რა არისო?
- ტბა-მეთქი, ტბა, პატარა გუბე, იხვები რომ დაცურავენ.
- ჰო, მერე რა?
- იხვები ხომ გინახავთ იმ ტბაში? გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ, ზამთრობით სად მიდიან?
- ვინ სად მიდის?
- იხვები. იქნებ იცოდეთ შემთხვევით. ვინმეს საბარგო მანქანით მიჰყავს თუ თვითონვე მიფრინავენ - სამხრეთისაკენ ან სხვაგან სადმე?!
ჰორვიცი შემობრუნდა და სახეში ჩამაშტერდა. ეტყობა, ძალიან ნერვიული კაცი იყო, თუმცა ისე არა უშავდა რა.
- მე სად ჯანდაბიდან მეცოდინება! - თქვა მან, - ან რაში მჭირდება ამისთანა სისულელე.
- კი ნუ მიწყენ, - ვუთხარი მე. ეტყობოდა, მართლაც ეწყინა.
- რა უნდა მეწყინოს? წყენა რა მოსატანია!
კრინტი აღარ დამიძრავს; თუკი ასე იწყინა, რა ძალა მადგა. თვითონვე გამომელაპარაკა. ისევ მობრუნდა ჩემკენ და მითხრა.
- ის კი ვიცი, რომ თევზები არსად არ მიდიან. სადაც არიან, იქვე რჩებიან. იმ ოხერ ტბაშივე.
- თკვზები, ჰო... სად თევზი და სად იხვი, მე იხვებზე გკითხეთ.
- რა განსხვავებაა. თევზი და იხვი რამ გაჰყო, - თქვა ჰორვიცმა. ზედვე ეტყობოდა, რომ რაღაცაზე გაბრაზებული იყო. - პირიქით, თევზებს იხვებზე უფრო გაჭირდებათ - ზამთარიო, ყინვაო და ეშმაკმა იცის, კიდევ რა. ტვინი უნდა გაანძრიო.
ერთი წუთით გაჩუმებული ვიყავი, ხმა არ გამიღია. მერე კი ვუთხარი:
- ვთქვათ ასეა. მერე იმ თევზებყს რა მოსდით, სულ რომ გაიყინება ტბა და ხალხი ზედ ციგურაობას დაიწყებს?!
ჰორვიცი ისევ მობრუნდა და დამიღრიალა.
- ვიომ რაო, რა უნდა მოუვიდეთ? იქვე არიან, სად ოხრობაში უნდა წავიდნენ!
- ყინულს კიდევ ფეხებზე იკიდებენ, არა?! ვითომ არაფერიო!
- ვინ იკიდებს ფეხებზე? ვინ გითხრა ფეხებზე იკიდებენო! - შემომიბღვირა ჰორვიცმა. ძალიან კი ადუღდა. შემეშინდა კიდეც - მანქანა ბოძს ან რამეს არ შეანარცხოს-მეთქი. - იქვე ცხოვრობენ, იმ ოხერი ყინულის ქვეშ. ეგეთი ბუნება აქვთ. გაიყინებიან და არიან მთელი ზამთარი.
- რას ამბობთ! ჭამა აღარ უნდათ? თუკი გაიყინენ და ვეღარ იცურეს, საჭმელს ვინ მიაქვავებს?!
- ვაჰ, რა ღმერთი გიწყრება! სხეული თავისით იკვებება. ტბაში რამდენი წყალმცენარე და ოხრობაა, ყინულქვეშ! ფორები სულ ღია აქვთ თევზებს, და შესდით საჭმელი. ეგეთი ბუნება აქვთ. ახლა გამიგე?
- აჰა! - ვთქვი მე. აღარ ჩავაცივდი. შემეშინდა მანქანა არ დაამტვრიოს ან რამე არ მოუვიდეს-მეთქი. ძალიან ნერვიული კაცი ჩანდა და რაღა ინტერესი ჰქონდა იმასთან დავას. - იქნებ რამე დაგველია - ვუთხარი მე.
ხმაც არ გაუცია. შევატყე, რომ ისევ იმაზე ფიქრობდა. კიდევ გავუმეორე თხოვნა. კაი კაცი იყო. სასიამოვნო.
- დალევის დრო ვინ მომცა, ძმობილო, - მითხრა მან - ისე მაინც რამდენი წლის იქნები? რატომ არ გძინავს?
- არ მეძინება.
მანქანიდან რომ გადმოვედი და ფული გადავუხადე, ჰორვიცი ისევ თევზებს დაუბრუნდა. ალბათ სულ ამაზე ფიქრობდა.
- მოიხედე, - მითხრა მან, - შენ რომ თევზი იყო, როგორა ფიქრობ, ბუნება შენზე არ იზრუნებდა? ჰა? რას იტყვი? მაშ რატომ გგონია, რომ ზამთარში თევზები უსათუოდ უნდა დაიხოცონ?!
- დახოცვით არ დაიხოცებიან, მაგრამ...
- ჰოდა, მეც მანდა ვარ! - თქვა ჰორვიცმა და გიჟივით გაქანდა.
ჯერაც არ გადავყრივარ ამისთანა ნერვიულ ადამიანს. რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერზე ჯაჯაღანებს."

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopo Jashi
post Nov 23 2009, 17:28
#2 

Amateur Amateur
3,381


...მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ქუჩებში კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდი, საშინელი სიწყნარე გამეფებულიყო, თუმცა შაბათი ღამე გახლდათ.
user posted image

რატომღაც ესე დავინახე. სხვა ფოტო ნამდვილად არ მაქვს... რაც ამ ტექსტს შეესაბამება smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Nov 23 2009, 21:53
#3 

Amateur+ Amateur+
9,217


Sopo Jashi,
bravo.gif bravo.gif bravo.gif bravo.gif bravo.gif
ეგ ფოტო აი ზუსტად ის ადგილია, მთვრალი რომ წავა პარკში, იმის გასარკვევად სად მიდიან გედები, როცა ტბა გაყინულია

Added @
უიH... ნაწყვეტიც მაგაზე ყოფილა : ) ეხლა წავიკითხე : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
battery is low
post Nov 23 2009, 22:13
#4 

Amateur Amateur
3,139


მართლაც რომ შესაფერისი ფოტოა diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mano Svanidze
post Nov 23 2009, 22:24
#5 

Amateur Amateur
2,750


სოფო ეგ არის ეგ!
იუჰუუუ
ისვე იმ აზრზე ვარ მე ამ ნაწარმოებზე : ))))

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Nov 24 2009, 15:45
#6 

Amateur Amateur
1,281


ფოტოს ვერ ვხედავ... : (
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopo Jashi
post Nov 24 2009, 16:35
#7 

Amateur Amateur
3,381


rimanely,
battery is low,
Mano Svanidze,
მადლობთ! vasha.gif

Kapo, 29.15 საათში შემეძლება ატვირთვა გალერეაში და ლინკს დავდებ smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopo Jashi
post Nov 26 2009, 14:01
#8 

Amateur Amateur
3,381


აი ლინკი : ))
http://www.boke.ge/forum/?img=128394
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th November 2024 - 11:27

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'