1. მომხმარებელთა გალერეის მოკლე მისამართები მომხარებლის გალერეის სანახავად აღარაა საჭირო "წევრებში" ძებნა. შეგიძლიათ უბრალოდ აკრიფოთ მომხმარებლის სახელი ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი ხერხით და საიტი პირდაპირ მის გალერეაში გადაგიყვანთ.
2. საავტორო უფლების აღმნიშვნელი წარწერა ფოტოზე ნებისმიერ მომხმარებელს სურვილისამებრ, შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების ამღნიშვნელი წარწერის განთავსების ფუნქცია. ამ შემთხვევაში, თქვენს მიერ ასატვირთ სურათზე განთავსდება ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი წარწერა და სიმბოლო:
3. მობილური ბოკე დღეიდან ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხარებელს, საიტზე იდენტიფიცირებისას შეუძლია ჩართოს "მობილური ბოკე"-ს ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციით ბოკეზე არსებული ნებისმიერი ტექსტი (თემები, კომენტარები) გადაიყვანება "ლათინურ" ასოებზე რის გამოც ბოკეს დათვალიერება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მობილურიდან, რომელსაც გააჩნია "web browser" და არ აქვს უნიკოდის მხარდაჭერა.
4. მნიშვნელოვანი ღილაკები ბოკეს წევრების პირად გვერდზე შეამჩნევთ ახალ ღილაკებს:
"სტატუსის მომატება", "სტატუსის დაკლება" მოცემული გამოიყენება ბოკეს რომელიმე წევრის სტატუსის მომატების ან დაკლების რეკომენდაციისათვის. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კლუბის ადმინისტრაცია.
სტატუსის ღილაკები არ არის ხელმისაწვდომი ადმინისტრაციის და მოდერატორის პირად გვერდზე.
"ლოიალურია კრიტიკისადმი", "აგრესიულია კრიტიკისადმი" მოცემული ღილაკები ჩანს ყველა წევრის გვერდზე გარდა ადმინისტრაციის წევრებისა. ამ ღილაკზე დაჭერით ფოტოგრაფის რეიტინგი კრიტიკისადმი ლოიალურობის მიმართ იზრდება (ან, შესაბამისად - მცირდება). რეიტინგს პირველ ეტაპზე აკვირდება კლუბის ადმინისტრაცია და მისივე გადაწყვეტილებით, ბოკეს წევრს შეიძლება მიენიჭოს "კრიტიკისადმი ლოიალურის" ვარსკვლავი.
ეს ყოველივე, კლუბის მასტერებისათვის და ყველა სხვა წევრისათვის იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ ამ ფოტოგრაფის ნამუშევრების კრიტიკა შეიძლება და ის ნორმალურად ეკიდება ამ საკითხს (ან პირიქით). ეს ვარსკვლავი მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ფოტოგრაფმა დაინახოს მისი ფოტოს შემფასებლების ვინაობა და ქულები.
"კარგი კრიტიკოსია"/"ცუდი კრიტიკოსია" "კარგი კრიტიკოსია" - ღილაკი ჩანს კლუბის ამატურ+, ფოტოგრაფების, მასტერების და ადმინისტრაციის წევრის გვერდზე. მასზე დაჭერა რეკომენდაციას უწევს ფოტოგრაფს, როგორც კარგ/ცუდ კრიტიკოსს, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში გამოვავლინოთ ნამდვილად კარგი კრიტიკოსები და ჩავრთოთ ისინი რეიტინგში და სხვადასხვა პროგრამაში.
"ამ ფოტოგრაფის ფანი ვარ!" "ამ ფოტოგრაფის ფანი ვარ!" - ღილაკი ჩანს Newbie-ს გარდა ყველას გვერდზე და კლუბის წევრებს აძლევს საშუალებას აირჩიონ თავიანთი რჩეული ფოტოგრაფები. ეს საშუალებას მოგვცემს მომავალში ვაწარმოოთ ფოტოგრაფების რეიტინგი.
* ზემოთმოყვანილი ღილაკები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Amateur ან უფრო მაღალი ჯგუფის წარმომადგენლებისათვის.
5. ამატეურ+ (Amateur+) დღეიდან ბოკეზე გამოჩნდებიან წევრები, რომელთა სტატუსი იქნება Amateur+. ეს ჯგუფი წარმოადგენს შუალედურ ჯგუფს,დაკომპლექტებულს იმ მომხმარებლებით რომლებმაც თავისი ფოტოსურათებით, კულტურული კომენტირების მანერით და ფოტოგრაფიაში თავისი ცოდნით დაიმსახურეს უფრო მაღალი სტატუსი.
Amateur+ ჯგუფის ლიმიტები შემდეგია: 2 ფოტო 72 საათში. ჯამური მოცულობა 12 მბ. აგრეთვე, შეფასებისას, ამ ჯგუფის შეფასების წონას მეტი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე Amateur ჯგუფის შეფასებებს. (წონა რჩება საიდუმლოდ და გამხელას არ ექვემდებარება).
მოცემულ ჯგუფში ხალხის გადაყვანა მოხდება ეტაპობრივად, რაც რამდენიმე დღეს მოითხოვს, ამიტომ დროდადრო ამ ჯგუფს დაემატება ახალი მომხმარებლები.
აღნიშნული ჯგუფის ჩართვის გამო, სურათის ატვირთვისას "შეფასების ღილაკი გამოერთვებათ "ამატურებს". სურვილის შემთხვევაში, ფოტოს ავტორს შეუძლია ჩაურთოს ამ ჯგუფს შეფასების უფლება.
6. ჩაირთო ფოტოს ატვირთვის მრიცხველი თუ ლიმიტი ამოგეწურათ, სისტემა აღარ შემოიფარგლება მშრალი საინფორმაციო შეტყობინებით, არამედ, ზუსტად გეტყვით რამდენ საათში შეძლებთ რომ ატვირთოთ შემდეგი ფოტო.
7. ამუშავდა ე.წ. "იგნორ-ლისტი" შეგაწუხათ ბოკეს რომელიმე მაბეზარა მომხმარებელმა? დააიგნორეთ ის და: 1. მისგან აღარ მიიღებთ პირად შეტყობინებებს (PM-ებს) 2. ფორუმის თემებში მის მიერ გაკეთებული გზავნილები თქვენთვის იქნება დაფარული (თუ თქვენ არ ისურვებთ, რომ ასეთი გზავნილი თქვენთვის გახდეს ხილული).
გაითვალისწინეთ, რომ: 1. მაბეზარას სისტემა არ ატყობინებს იმის შესახებ, რომ თქვენ ის ე.წ. იგნორ-ლისტში გყავთ შეყვანილი და ის თითქოს ჩვეულებრისამებრ გიგზავნით PM-ებს. 2. გალერეაში მაბეზარას მიერ გაკეთებული კომენტარები კვლავ ღიად ჩანს და არ იფარება.
9. გაავსე გალერეისთვის გამოყოფილი სივრცე (Disk Space)? თუკი გაავსე პირადი გალერეისთვის გამოყოფილი სივრცე და ახალი სურათების ასატვირთად არ გსურს ძველი ფოტოების წაშლა, შეიძინე ლიმიტის გაზრდის კოდი და ატვირთე სურათი გამოყოფილი სივრცის ფარგლებს გარეთ: http://www.boke.ge/buylimit
მგონი ღირდა ლოდინად კაი სიახლეებია უფრო სინტერესო გახადა ჩემთვის, მაგრამ მე შეჩვეული ვარ ბოკეს და აი ახალი დარეგისტრირებულებს მგონი გარკვეული დრო დაჭირდებათ ამდენი ნომენკლატურის (ძველებს + ახალი) გაგება
ვფიქრობ ეს უკვე გადაწყვეტს იმ პრობლემას რომელიც ბევრს გვაწუხებდა...დაიწერება კომენტარები,შევეცდებით რომ უფრო ლოიალურნი გავხდეთ,ძაან კარგია რომ ადმინისტრაცია ასე აქტიურად ფიქრობს ბოკეზე არსებულ პრობლემეზე,იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს! წარმატებები ყველას!
და კიდევ იცით რა მაინტერესებს,ვაიდა განაწყენებულმა ან უბრალოდ ცუდ განწყობაზე მყოფმა იუზერმა დაუაროს და ყველას სტატუსის დაკლება მოინდომოს??ამისგან დაცულები ვართ? იმედი მაქვს სწორად დავსვი შეკითხვა
მგონი ჯამურ ქულასთანაც დაკავშირებითაც სიახლეა, იქნებ ზუსტად გვითხრათ
კითხვა ერთი ამ მნიშვნელოვანი ღილაკებიდან ორი განსხვავებულის გამოყენება თუ შეიძლება ან ერთხელ რომ გამოვიყენებ რომელიმე ღილაკს, შემეძლება საერთოდ კიდე ამღილაკებიდან რომელიმეს გამოყენება,
მთავარი პლიუსი მგონი ისაა რომ amateur+ გაჩნდა, და ხალხი ამ ჯგუფში მოსახვედრად შეეცდება სამართლიანი იყოს
ვინ როგორი კრიტიკულია იმას როგორ შეაფასებ როდესაც შეფასებები არ ჩანს? და ხშირად ხდება რომ სურათს რეიტინგს აფუჭებენ და ვერც ვერავინ ხვდება ვინ ქნა ეს ) Added @ მიმიხვდით ალბათ რისი თქმაც მინდა
ხო ეხლა შევამჩნიე რომ შეფასებების მიახლოებით გამოანგარიშება ხდება თუ რაღაც ეგეთი მაგალითად ბოლო ფოტოზე მხატვრულობაში 4. 83 მაქვს და 4.33 ტექნიკაში. და საშუალო 5 "გამომივიდა" სხვა ნაკლებ რეიტინგულიც მაქვს (ეგეთებიც ხდება ) და იმაში საშუალო 4ია ვოტ Added @ Levan Sikharulidze შენ როგორც მახსოვს უკვე აქ აღარ უნდა იყო