BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> მომხმარებლების ჩამოქვეითება, არა ადეკვატური შეფასებების გამო

| |
www.boke.ge
post Jun 16 2008, 22:03
#1 

Administration Administration
462


2008 წლის 15 ივნისს დასრულდა ფოტო კონკურსი "ყველაფერი გაცილებით მარტივია"

ამ კონკურსის მიმდინარეობის დროს რამდენიმე მომხმარებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასიურ არა ადეკვატურ შეფასებებს.

ამონარიდი წესებიდან:
QUOTE
1. დაბალი ჯგუფიდან მაღალ ჯგუფში გადასვლა (ზოგადი წესები)

დაბალი ჯგუფიდან მაღალ ჯგუფში გადასასვლელად კენჭისყრა იწარმოებს პერიოდულად რამდენიმე თვეში ერთხელ, რის შესახებაც გაკეთდება სპეციალური განცხადება.

კანდიდატის მომდევნო ჯგუფში გადაყვანა დამოკიდებულია მის ფოტოებზე, რეიტინგზე, მის მიერ სხვა ფოტოების ობიექტურად შეფასებებზე, აქტიურობაზე, რეკომენდაციებზე, ასევე სხვა ფორუმელებისა და ადმინისტრაციისადმი დამოკიდებულებაზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამდენიმე თვეში ერთხელ შედგება ფარული კენჭისყრა და განიხილება კანდიდატის გადაყვანის საკითხი.


QUOTE
4. მაღალი ჯგუფიდან დაბალში ჩამოქვეითება

ახალი წესების მიხედვით შესაძლებელია როგორც დაბალი ჯგუფიდან მაღალში გადასვლა, ასევე პირიქით, მაღალი ჯგუფიდან ჩამოქვეითება და უფრო დაბალ ჯგუფში გადაყვანა.
ეს პირველ რიგში ეხებათ პლაგიატებს. იმ შემთხვევაში თუ ვინმეს დაუმტკიცდება პლაგიატობა, არ აქვს მნიშვნეობა რომელი ჯგუფის წარმომადგენელია, ის ავტომატურად გადადის NewBie-ი ჯგუფში.

ასევე ჩამოქვეითება შეიძლება ნებისმიერი ჯგუფის წარმომდაგენლის, იმ შემთხვევაში თუ ის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე პირობას დაარღვევს ან აღარ შეესაბამება დაკავებულ ჯგუფს.




ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა შემდეგი მომხმარებლების ჩამოქვეითება ერთი საფეხურით.

1. connect2thesky - 130 შემთხვევა 0-0 შეფასების
2. ditrofane - 39 შემთხვევა 0-0 შეფასების
3. Manolis - 38 შემთხვევა 0-0 შეფასების
4. kesha - 30 შემთხვევა 0-0 შეფასების

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ბოკეს მომხმარებლების ასეთი ქცევა, რომლის შედეგიცაა ეს მკაცრი სანქცია. (სანქცია შეეხო საკონკურსო გალერეის ყველაზე "აქტიურ" შემფასებლებს)

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული სანქცია გავრცელდება ასევე სხვა არა ადეკვატურ შემფასებლებზე (სხვა თემატურ გალერეებში)

იმის ნიშნად, რომ ადმინისტრაციას არ სურს მომავალშიც გამოიყენოს ასეთი სანქციები, ამნისტიის სახით ყურადღება აღარ მიექცევა 16.06.2008-ის ჩათვლით გაკეთებულ შეფასებებს და მონიტორინგი განხორციელდება 17.06.2008-დან გაკეთებული შეფასებებზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 5th November 2024 - 14:25

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'