თბილისში olympus_ის სერვის ცენტრი არის თუ არა ხომ არ იცით? ან საერთოდ olympus_ის აპარატებზე ვინ მუშაობს? ან საერთოდ ციფრული კამერების გამოცდილი ხელოსანი
ესეიგი, მე მაქვს ეს ფოტოაპარატი. ჰოდა როდესაც კაბელს ვუკეთებდი, თვითონ ფოტოაპარატს სადაც უნდა შეურჭო უესბე ის შეუტყდა. არ ვიცი რა დაემართა. რისი ბრალია აზრზე არ ვარ. არც ფოტოაპარატი აღარ ირთვება. ვინმემ ხომ არ იცით შეიძლება ასეთი რაღაცა სჭირდეს და გაკეთდეს? ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რაა. და დაახლოებით რა დამიჯდება. პირადში მომწერეთ. გთხოვთ!
olala, აქ ვინ უნდა მოგწეროს რა ჭირს შენ კამერას, ან გაკეთდება თუ არა და მითუმეტეს ფასი რა დაგიჯდება? აქ კი არ ზიან ხელოსნები გადახედე წინა გვერდს, იქ ბევრი ხელოსანის ტელეფონი წერია, დაურეკე, აჩვენე და გეშველება
დღეს დავტოვე ჩემი აპარტი კიდობანში 2 სართულზე ზის ციფრული აპარატების ხელოსანი გიორგი 897 10 41 50 - როგორია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ 6 საათზე მაგის პასუხიც მეცოდინება
აცდენილია? ობიექტივს რომ ატრიალებ (ფოკუსს რომ ასწორებ) არ დგება თავის ადგილზე? ანუ იმას ვგულისხომბ რომ ობიექტივი რომ გიჩვენებს უსასრულობაზეაო გასწორებული ფოკუსიო და ვიზირში უსასრულობზე რომ საგნებია არაა ფოკუსში ? მაგ რგოლის გარეშე მოგიწევს ფოკუსის გასწორება თუ ეგრეა თუ არადა შეიძლება უფოკუსო ფოტოები გამოგივიდეს.
Lasha Palavandishvili, არამგონია ნიკომ ზენიტის რამე ვერ გააკეთოს.