ამასობაში სოლმსელები არ ჩერდებიან და კიდევ ერთ საინტერესო კამერას გამოაგდებენ იანვარში: ლაიკა X1 - მძიმეწონოსანი პასუხი ამ ბოლო ხანში ბაზარზე გამოჩენილ კომპაქტურ, მაგრამ დაკუნთულ "ჯუნიორა" კამერებზე (ოლიმპუსისი დიჯიტალ პენ, პანასონიკის GF-1). ამბობენ რომ ფაქტიურად digital CLE უშვებენ. ამ კამერას APS-C ზომის მატრიცა უდევს მკერდში, 12 მეგაპიქსელით, თან ასფერიული 35მმ ექვივალენტი ფიქსირებული და ფ2,8 შუქძალიან თვალს აბრიალებს. ვოტ! ნუ, ოპტიკურ ვიზირსაც მიიყინებს თუ მოინდომა.
გუჯი, ოლინკას საწერკალამას მატრიცა გინდა-არ გინდა 30-40 პროცენტით პატარაა აპს-ს მატრიცაზე რაც ლაიკამ ჩააყენა. არა, ოლინკას კი არ ვერჩი არაფერს, პირიქით (მითუმეტეს ლაიკა რომ ფასს დააბრეხვებს ამ კამერაზე, ერთ-ორ საწერკალამს ვიყიდით იმით 2-3- ლინზით), უბრალოდ ფიზიკის ამბავში ვამბობ რა.
შანტრაბას რაც შეეხება აქეთ, ჭილოფები გაგვითავდა, ჭილოფებიიიიიი. და შეგვჭამა რწყილმა კამერებში!
აი, ამას ჰქვია ჰოლი შიიიით! ლაიკას მედიუმ-ზერკალკის დემო ფოტკები დაიდო პრევიუზე. დაუმუშავებელი ფოტოები და რა ხარისხია, უბრალოდ იტირებ. თვალის უპესა და თმის ხვეულებს დახედეთ რა...
გოგილო, გაუხსენი გვერდით მაგ ფოტოს ქენონის, ნიკონის და სონის ფულფრეიმების სემპლები (დაბალ ისოზე და ტელევიკით) და შეისუნთქე განსხვავება. ცხადია, სენსორის ზომა და რამე. მე ფაქტი ვთქვი, ბიჯო, ფაქტი - გარჩევადობაა ნერწყვმდენი.
ისე კი საინტერესო იქნება, მაგალითად ჰასელის სემპლებს რომ შევადაროთ..