BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> პეიზაჟების გადაღების რამოდენიმე ხერხი, მოკლე რეკომენდაციები

| |
ramaz
post Feb 12 2011, 00:29
#1 

Amateur Amateur
308


DDDD.gif ამ თემას შესავალს არ გავუკეთებ, შინაარსიდან გამომდინარე ისედაც გასაგებია ყველაფერი. რა თქმა უნდა ვისთვისაც ეს წესებია ცნობილი ალბათ გაამდიდრებენ ამ თემას, ან გარკვეულ ალტერნატივებს შემოგვთავაზებენ. ხოლო ვინც დამწყებია ან დაინტერესებულია პეიზაჟების გადაღებით, მათთვის შეიძლება ეს რეკომენდაციები სასარგებლოც კი იყოს. მოკლედ დავიწყოთ.


1. პეიზაჟების გადაღების ყველაზე კარგ დროდ პირველი: მიჩნეულია მზის ამოსვლამდე 15-30 წუთი, ამოსვლის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი (გააჩნია მზის სიკაშკაშეს) და მეორე, მზის ჩასვლისას. საქმე იმაშია რომ დღის განმავლობაში მარტო ამ დროს არის თბილი და რბილი შუქი და ჩრდილები, რაც თავის მხრივ იძლევა თითქმის პროფესიონალური გადაღების ხარისხს ვიტყოდი ასე.. ნებისმიერი პროფ. პეიჟაზისტვის ეს წესი ოქროს წესად არის მიჩნეული... ისე რომ თუ ვინმეს უნდა მიუახლოვდეს კლასიკას და გადაიღოს კარგი სურათები ეს წესი უნდა დაიცვას.
2. პირველი წესიდან გამომდინარე, სურათის გადაღების პირობებში სუსტი განათებაა, ამიტომ შტატივის გამოყენება რეკომენდირებული კი არა აუცილებელია, რაც არ უნდა დახვეწილი ხელი გქონდეთ. (პირადად მე შემიძლია გადავიღო ¼ წამი სიჩქარე ხელით, მაგრამ საკმარისი მაინც არაა). ხელის თუ აპარატის სულ უმნიშვნელო ამოძრავებაც კი ( მიუხედავად უაღრესად სტაბილიზირებული და დახვეწილი ტექნიკისა )ხარისხს დააკარგვინებს სურათს. აქვე დავამატებ რაც უფრო მარალი ხარისხხის შტატივია მით უკეთესია, ხშირად შტატივზე აპარატი კია კარგად დამაგრებული მაგრამ, აპარატს უბრალო ნიავიც კი ამოძრავებს ისე რომ თვალით ვერ ამჩნევ.. (აქ კი ერთი მინუსია ესეთი შტატივები არ ღირს იაფი).
3. დილაობით გამთენიისას (და არა საღამოთი) უმრავლეს შემთხვევაში წყალი აკვატორიაში ბასეინში, ზღვაზე.... ბევრად უფრო წყნარია ვიდრე საღამოთი. ამოტომ თუ გინდა მიიღო სარკისებური ანარეკლებიც უმჯობესია დილის სურათების გადაღება.
4. სურათის გადაღების წერტილი. პეიზაჟის პრაქტიკულად ყველა კარგ სურათს აქვს მინიმუმ 3 ელემენტი. პირველი- წინა ხედი, მაგ. ზღვის პეიზაჟის მზის ჩასვლის გადაღებისას, სურათი უნდა იწყებოდეს არა წყლის აკვატორიით არამედ, პლიაჟიდან. პლიაჟი ამ შემთხვევაში- წინა ხედია (ანუ პირველი ელემენტი), მეორე და სურათის ძირითადი ელემენტია თვითონ ზღვა, რომელშიც ირეკლება ჩამავალი მზე, ხოლო მესამე ელემენტია მზე და ღრუბლები ან ცა. (ხშირ შემთხვევაში ბევრ მოყვარულს წინა ხედი ავიწყდებათ), ამიტომ სურათმა რომ გადმოგვცეს პეიზაჟის სილამაზე ისეთი ადგილია მოსაძებნი სადაც სამივე ელემენტის და სურათის მაქსიმალური სიღრმის ჩვენება იქნება შესაძლებელი.
5. ჩანჩქერების გადაღება. თუ გინდათ რომ მიიღოთ წყლის ლამაზად ჩამოსვლის ეფექტი ე. წ. რძე ჩაჩქერზე ან წყლის დინებაზე აუცილებელია მინიმუმ 1-2 წამი სიჩქარე, დაფიქსირდება წყლის მოძრაობა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი დარჩება ისევ ისე როგორც იყო. მაგრამ აქ არის ერთი ლაფსუსი, რომელსაც ბევრი უშვებს. საქმე იმაშია რომ ამ სიჩქარის შესაბამის დიაფრაგმაზეც რომ იყოს ექსპო პარა დაყენებული, ნეგატივზე (მატრიცაზე ) მაინც ძალიან ბევრი შუქი შედის რის გამოც სურათი გამოვა გადათეთრებული. ამიტომ ამ სიტუაციაშიც რეკომენდირებულია სურათის გადაღება დილით ადრე ან მზის ჩასვლის შემდეგ, გარდა ამისა ამ შეთხვევაში კარგია ნეიტრალური სიმკვრივის ფილტრის გამოყენება ( ისიც ამცირებს შუქის ინტენსივობას), ყველაფერი ეს კი იმის საშუალებას იძლევა რომ ობიექტივში შევა იმდენად ცოტა შუქი რომ, გადაღების სიჩქარე დაყენდეს რამოდენიმე წამი. იმ შემთხვევაში თუ ჩანჩქერი ღრმადაა ტყეში და არა გაქვთ ფილტრი კარგია შემდეგი ხერხი - აპარატი მაგრდება შტატივზე, დგება დიაფრაგმის პრიორიტეტი (ან ხელით) და მაქსიმალურად დიდი რიცხვი ფ-16, 22, 36 ( ანუ იმ შემთხვევაში რაც მაქსიმალურად არის დასაშვები), ხოლო სიჩქარე გამომდინარე დიაფრაგმიდან, თუ ცოტა მეტი მოუვიდა არაა საშიში ღრმა ტყეში ეს არაა საშიში. ციფრული აპარატის შემთხვევაში შეიძლება რამოდენიმე დუბლის გაკეთება და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
6. ტყის გადაღებისას ერიდეთ ნიადაგის გადაღებას - ნიადაგზე დამპალი ფესვები, ფოთლები, და სრული ქაოსი სრულ კონტრასტში მოდის ხეების და ფოთლების მრავალფეროვნებასთან, რაც ჩააგდებს სურათს და გაგიფუჭებთ კადრს. იშვიათად ნიადაგის გადაღება შესაძლებელია მაშინ როცა ადრე გაზაფხულია , ყვავილების სიმრავლეა და ბალახი ხასხასა და მწვანე ფერისაა. ხეების გადაღება კარგია ღრუბლიან ამინდში, კაშკაშა მზე პირდაპირ კოშმარია ძალიან დიდი კონტრგანათების და სინათლის ინტენსივობის არათანაბარი განაწილების გამო, იშვიათად როცა ტენიან ტყეში მცირე ბოლვის ან ნისლის შემთხვევაში მზის სხივები მხატვრულად ეცემიან ნიადაგს და ქმნიან განსაკუთრებულ ეფექტს.
7. ჰორიზონტის ხაზი. გადაღების დროს სად უნდა გადიოდეს ჰ-ტის ხაზი? ხშირია როცა შეცდომით ამ ხაზსს ბევრი ზუსტად სიმეტრიულად შუაში აყენებს. არასწორია, ასეთი სურათი პოლაროიდით გადაღებულს გავს. ამ შემთხვევაში მთავარია გადაწყვიტოთ თუ რაზე აკეთებთ აქცენტს, მიწაზე თუ ცაზე. თუ ცა ძალიან ლამაზია და მრავალფეროვანია მას უნდა დაეთმოს სურათის 2/3, მიწას 1/3. ხოლო თუ პირიქითაა და მიწა და წყალი უფრო ლამაზია მაშინ ცისა და მიწის განაწილება სრულიად საპირისპიროდ უნდა იყოს. ამ შემთხვევბში სურათს მეტი კოლორიტულობა ეძლევა. ხშირია ისეთი შეცდომები როცა, ლურჯ უღრუბლო ცას სურათის 4/5 უჭირავს და მასზე არაფერი არ არის გამოსახული. ამ შემთხვევაში სჯობია დაირღვეს ეს წესი და სურათის წინა და ძირითად ხედებს 7/8 დაეთმოს ხოლო ცას 1/8.
8. (ეს მეთოდი სამწუხაროდ ,პირადად არ გამომიცდია) თბილი მზის ამოსვლა და ჩასვლა- მოიფიქრა და ,,დააჭაშნიკა’’ ბილ ფორტნიმ. ნიკონის ციფრული ფოტოაპარატის გამოყენებით, თეთრის ბალანსში დგება ვარიანტი დღის სინათლე (Daylight), აწვებით კნოპკას ისრით მარჯვნივ და ხსნით ზუსტ ,,პარამეტრებს” (Fine-tune) (ბოდიში ამ სიტყვაზე) , შეიყვანეთ მონაცემი -3 და ,,ოკ’’. ქენონის შემთხვევაში კი თეთრის ბალანსი უნდა გაითიშოს.
9. გადაღება მთებში.--მთების გადაღება კარგ შედეგს იძლევა მაშინ როცა მას ვიღებთ ისეთი წერტილიდან რომელსაც ჩვეულებრივი ხედვით არ ვხედავთ მაგ: გზიდან ან მთის ძირიდან, ეს ყველასათვის მისაწვდომია და არ იძლევა შესაბამის შეგრძნებებს, ამიტომ მათი გადაღება უფრო ეფექტური ხდება არაორდინალური და უჩვეულო ადგილებიდან, შესაძლებლობის მიხედვით ზევიდან ქვევით, ისეთი გვერდიდან საიდანაც ნაკლებად მისადგომია და პარალელურად ჰორიზინტის ხაზთან. ეს წესი ყვავილებზეც ვრცელდება ოღონდ პირიქით . ყვავილებს ზევიდან ქვევით ვუყურებთ, ასეთი სურათები ცოტა მოსაწყენი გამოდის და არაფრის დემონსტრაციას არ ახდენენ.
10. გადაღება ღრუბლიან ამინდში- ამ შემთხვევაში ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ცა გადაიღოთ, როგორც წესი ის გამოდის ნაცრისფერი და ხასიათზე მოქმედებს არაეფექტურად. რა თქმა უნდა ფოტოპროგრამებში შეიძლება მისი მრავალნაირად დამუშავება მაგრამ ის უკვე აკარგინებს სურათს პირვანდელ პეწს.
11. და ბოლო. გადაღება ცუდ ამინდში-- ასეთ ამინდში თუ თქვენ გადაწყვიტავთ მთელი დღე დაუთმოთ ბოკეს საიტს და სურათების გარჩევას ნამდვილად არ იქნება ცუდი არჩევანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეიძლება რამოდენიმე კარგი კადრის გადაღება მაგ: წვიმის შეწყვეტისთანავე, ბევრი ღრუბელია და ერთი ტონი, ხოლო ტყეში ხეებზე მწვანე ფოთლებზე წყლის წვეთების ანარეკლებში ამოწეული ეფექტები. მეორე . თუ ქუხს კიდეც ამ სიტუაციაში ხშირად მოკლე მომენტში წვიმის გადაღებისას ცა პატარა ადგილზე იხსნება და იქმნება განუმეორებელი მზის სხივებით გალამაზებული და დრამატიზმით სავსე მომენტები (უკაცრაბად ამ სიტყვების ბრახაბრუხზე).

რა თქმა უნდა ყოველივე ზემოთ მოყვანილი არ არის სრული... არსებობს კიდევ უამრავი მეთოდი და რეკომენდაცია, ბევრი ფოტოგრაფი შეიძლება სრულიად განსხვავებული და განუმეორებელი ტექნიკით იღებს, იმედია ამ თემას გაამდიდრებენ თავისი პრაქტიკით და შეხედულებებით, დაკვირვებებით. მაგრამ თუ ამ თემამ ვინმეს მაინც პატარა სიახლე შემატა ესეც საკმარისია.
გისურვებთ წარმატებებს. DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
ramaz   პეიზაჟების გადაღების რამოდენიმე ხერხი   Feb 12 2011, 00:29
Giorgi Janibegashvili   კაი თემაა. აქ პატარა რჩევას დავამატე...   Feb 12 2011, 00:56
scout   ramaz მადლობა! :)   Feb 12 2011, 01:38
matasa   მადლობა, მშვენიერი რჩევებია :)   Feb 12 2011, 03:19
ramaz   Giorgi Janibegashvili, მართალი ხარ, :bravo: ერთი მომენტი...   Feb 12 2011, 11:03
Guja   მე მაპატიეთ ახლა გავრბივარ მეცადინეო...   Feb 12 2011, 11:33
ramaz   Guja, :bravo: მშვენიერი იქნება, დამატებაც კარ...   Feb 12 2011, 11:39
maikanata   დიდი მადლობააააა.ზალიან გამომადგება ...   Feb 12 2011, 14:13
tavadi   საინტერესო თემაა.. დიდი მადლობა :)   Feb 12 2011, 14:35
Nika   დავამატებ რომ ჩრდილების ამბავში ძალი...   Feb 12 2011, 17:48
ramaz   Nika, :bravo: რათქმა უნდა და აქვე კონტრასტები...   Feb 12 2011, 19:38
Magda Gugava   :bravo: :bravo: :bravo:   Feb 13 2011, 00:46
tato joglidze   გადასარევია აუცილებლად გავითვალისწ...   Feb 13 2011, 03:16
Archer   მადლობა :)   Feb 13 2011, 08:54
Guja   ერთს დავამატებ ჩვენ როგორც წესი საშუ...   Feb 13 2011, 15:04
Giorgi Janibegashvili   გუჯა ანუ რაც უფრო ფართე კუთხიანი ობი...   Feb 13 2011, 15:13
Guja   არა ახლა გასალახი კი ხარ :guja: სხვას რომ ...   Feb 13 2011, 15:23
Giorgi Janibegashvili   რატო გუჯა აი მაგალითად 17მმზე ფ/8 საკმარ...   Feb 13 2011, 15:30
Guja   Giorgi Janibegashvili, მე რაც დავწერე კარგად წაიკით...   Feb 13 2011, 22:13
Chalo   უნდა ვითავხედო და ვთქვა,რომ ეს ყველაფ...   Feb 13 2011, 22:51
Giorgi Janibegashvili   ესეც ნახეთ www.marcadamus.com   Feb 15 2011, 22:41
ramaz   Giorgi Janibegashvili, მაგარია, პირდაპირ შედევრები...   Feb 16 2011, 10:31
Maka Naveriani   ramaz დიდი მადლობა ამ თემის გახსნისათვის...   Feb 16 2011, 12:15
vakerman nekerman sekerman   მოკლედ ვიღებთ ფოტოაპარატს გავდივართ ...   Mar 2 2011, 13:05
vakho33   ramaz, ძალიან დიდი მადლობა უაღრესად საინ...   May 19 2011, 18:46
besos   მეც ძალიან მომეწონა ეს თემა. გამოსადე...   May 19 2011, 19:46
LOOSER   ძალიან გამოსადეგია. დიდი მადლობა ასე...   May 22 2011, 12:10
Mikheil Samkharadze   ძალიან კარგი რჩევებია :) რამაზ ერთი რა...   May 29 2011, 13:12
Giorgi Janibegashvili   კაი თემა გამოვიდა.   Jun 10 2011, 13:38
dimko   არსებობს ერთი მშვენიერი წიგნი პეიზაჟ...   Feb 6 2013, 21:41
leonio   Роб Шеппард. Техника фотосъемки пейзажей и обработка с...   Feb 6 2013, 23:04
dimko   მადლობა წიგნისთვის. :bravo: მაგრამ მონიტ...   Feb 7 2013, 13:20


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th November 2024 - 17:25

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'