IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> დახმარება დევნილებს!
როგორც თემაში იყო დაწერილი დღეს ანუ 17 აგვისტოს 2 საათზე შევიკრიბეთ ოპერის ბაღში ბოკელები...
შევაგროვეთ ყველაფერი, შემდეგ მოვიარეთ ბაზარი, ბაზრობა და ა.შ. დაახლოებით 17:30 წუთზე გავემგზავრეთ ვაკეში N_54 სკოლაში სადაც ერთ ოჯახს დავეხმარეთ, რომელთაც პატარა 18 დღის ჩვილი ჰყავდათ... სამწუხაროდ მძიმე სანახავი იყო ყოველივე ეს. და ჩვენმა მისვლამ დარწმუნებული ვარ გაახარა ისინი
ერთი სკოლიდან წავედით მეორე სკოლისაკენ დიღომში... გზაში ნაწილი ხალხი აფთიაქში დარჩა წამლების საყიდლად, ნაწილი კი წავედით დიღმისკენ. დავთქვით რომ "გუდვილთან" შევხვდებოდით.. ლოდინი რომ მოგვიწია გადავწყვიტეთ ცოტა წაგვეხალისა და მარკეტში გავისეირნეთ, რამაც დაცვის აგრესია გამოიწვია (ფოტოაპარატებმა), გამოიწვია მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ დგვიჭირეს ამასობაში ყველანი შევგვროვდით და წავედით სკოლაში აი მივედით კიდეც და ხალხის სახეზე სიხარული და ღიმილი დავინახეთ. შევიტანეთ მიტანილი ნივთები და საჭმელები რის შემდეგაც ბავშვები ცოტა გავახალისეთ და ჩვენივე მიტანილი ბურთით ფეხბურთი ვითამაშეთ... დიდები პატარებთან გადავნაწილდით, რადგან არცერთი გუნდი არ დაჩაგრულიყო საბოლოო ანგარიში 1:1 დამთავრდა თამაშის შემდეგ ბავშვებმა დაიტაცეს ბურბუშელები ერთი სიტყვით ძალიან გახარებულები იყვნენ როგორც ბავშვები ასევე დიდებიც აქვე ვიტყვი რომ ეს ყველაფერი "ფოტოკლუბ ბოკეს" სახელით მოხდა! უდიდესი მადლობა გადმოგცათ ბოკეს დევნილებმა! მინდა ჩემი მადლობაც აქვე ვთქვა დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც დღეს გვერდში გვედგა ვინც თანხა შემოგვაწია იყო რამდენიმე ადამიანი ვისაც ბოკესთან შეხება არ აქვს, მაგრამ უბრალოდ გული შეტკივა ამ ადამიანებზე და მინდა მათაც დიდი მადლობა გადავუხადო
მოკლედ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ცოტა ფულიც დაგვრჩა რითაც კიდევ რამდენიმე დევნილ ოჯახს დავეხმარებით...
ყველა დევნილს მინდა სახლში დაბრუნება ვუსურვო ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება სამშობლოში!
ყველაფერი კარგად იქნება! ვიწამოთ ღმერთი! Added @ ხო მაპატიეთ სულ დამავიწყდა ფოტოებსაც სულ მალე შემოგთავაზებთ!