- თქვენ, ვინც ამ საიტზე ყოფნის შესაძლებლობას და სიხარულს გვაძლევთ თითოოროლა დარჩენილთ "ბოკე"-ზე; და - თქვენ, ამ საიტზე დარჩენილ "უკანასკნელ მოჰიკანებს";
მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს ნათქვამს ვინმე წაიკითხავთ და თუ გამახარებთ "ბერიკაცს" და წაიკითხავთ, დაწერეთ ამ თემაში ერთი-ორი სიტყვა, რომ მინიმუმ "გავითვალოდ" მაინც რამდენი დავრჩით რეალურად - მაქსიმუმ კი შევეხმიანოდ ერთმანეთს და ცოტა მაინც დავარღვიოთ ეს "სიმყუდროვე" ბოკეზე...
ამ "სიმყუდროვეში" ერთმანეთს რომ ვეხმიანებით - მე მსიამოვნებს ეს... ისე კიდევ კარგია საიტს რომ არ გვითიშავენ [B]... და ვინც არ თიშავს მას ჩემგან დიდი მადლობა და დიდი პატივისცემა. რომ შემოგვეხმიანოს ამა თვითონ მას ვეტყოდი პირადად...[/B]
ჩემთვის აქ ყოფნას სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს... ალბათ ზუსტად ისევე როგორც თქვენთვის...
ორი დღის უკან ერთმა ანონიმმა დადო ეს სურათი დიდი ფორმატით რასაკვირველია და გარკვეული ხარვეზებით.... რაზეც მივუთითე და შევპირდი რასაც შევძლებ შევასწორებ და დავდებ თქვენი ფოტოს ქვეშო... მერე ფორუმზე სურათის ასატვირთი საიტი აღარ მუშაობდა და ვერ ავტვირთე. მაშინ შევპირდი ამონიმობა რომ გადაივლის პირადში გამოგიგზავნითქო.... მაგრამ სულ წაშალა სურათი - არ უნდა ექნა ეს.... მომავალში უკეთესებს რომ გადაიღებდა თვალნათლივ გამოჩნდებოდა მისი პროგრესი...
აი ეს ჩემი შეპირებულ-შეკეთებული მისივე სურათი - ფაქტიურად ყველაფრის ნაწილობრივ მაინც გამოსწორება შეიძლება...