- თქვენ, ვინც ამ საიტზე ყოფნის შესაძლებლობას და სიხარულს გვაძლევთ თითოოროლა დარჩენილთ "ბოკე"-ზე; და - თქვენ, ამ საიტზე დარჩენილ "უკანასკნელ მოჰიკანებს";
მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს ნათქვამს ვინმე წაიკითხავთ და თუ გამახარებთ "ბერიკაცს" და წაიკითხავთ, დაწერეთ ამ თემაში ერთი-ორი სიტყვა, რომ მინიმუმ "გავითვალოდ" მაინც რამდენი დავრჩით რეალურად - მაქსიმუმ კი შევეხმიანოდ ერთმანეთს და ცოტა მაინც დავარღვიოთ ეს "სიმყუდროვე" ბოკეზე...
ამ "სიმყუდროვეში" ერთმანეთს რომ ვეხმიანებით - მე მსიამოვნებს ეს... ისე კიდევ კარგია საიტს რომ არ გვითიშავენ [B]... და ვინც არ თიშავს მას ჩემგან დიდი მადლობა და დიდი პატივისცემა. რომ შემოგვეხმიანოს ამა თვითონ მას ვეტყოდი პირადად...[/B]
ჩემთვის აქ ყოფნას სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს... ალბათ ზუსტად ისევე როგორც თქვენთვის...
ეჰ რა დრო იყო, მართლა 2006 წელს რომ დავრეგისტრირდი, მოუთმენლად ველოდებოდი 24 საათის გასვლას რომ ფოტო ამეტვირთა, მერე კომენტარები წამეკითხა, მერე სხების ფოტოები მენახა. ბევრი რარაც ვისწავლე კიდევაც, ამ საიტმა შემაყვარა ფოტოგრაფია და ეხლა რასაც წარმოვადგებ ბოკეს დამსახურებაა, ცუდია რომ ეხლა აქ ძალიან მაგარი სიჩუმენა არადა ხალხი გაიზარდა ამ საიტზე... ეჰ