ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
tsumbusha, ფუნჯს ბრაში ჰქვია და ის ფოტოშოპშიცაა ასე რომ ხატვა სადაც გინდა იქ უნდა ხატო, და არც არავინ ამბობს რომ მაგას ფოტოგრაფია ჰქვია, ეგ არის კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც თანემდროვე ფოტოსაიტების ჟანრულ კატეგორიებში აუცილებლად გვხვდება