ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
ეს ფოტოგრაფია, გრაფიკაა კომპიუტერული თუ ნახატი ეგ გალერეაში გადავწყვიტოთ
ახლა გიჩვენებთ დუბროვნიკის სერიის რამდენიმე ფოტოს. დავიწყებ ჩემი ფავორიტი ფოტოთი, რომელიც ჯერ არცერთ გალერეაში არ ატვირთულა
გადაღებულია Nikon D70-ით ობიექტივი 28mm
ამონათებულია შედოუ ჰაილაითით, ფოტო გადახრილი იყო მარცხნივ და ოდნავ გადმოვხარე მარჯვნივ, ქვემოდან მომავალი ოდნავი სიწითლე მზის ჩასვლისას - ამოვქაჩე და ავწიე ფოტოს ცენტრამდე. ზედა ნაწილში არსებული სულუჯრჯე ამონათებისას გამოიკვეთა და შემდეგ გვერდები ჩავაბნელე ცოტათი