ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
სანამ ფირზე არ გადახვალ ისე ვერ გადაიღებ, რომ დამუშავება არ დაგჭირდეს ბოლო 2 წელია ფირით ვიღებ და ფოტოშოპში მუშაობა საერთოდ დამავიწყდა. ყველა ხელსაწყო ვიცი რისთვის გამოვიყენო, მაგრამ კრეატივი მომაკლდა. თუმცა სულაც არ ვდარდობ, ფირზე გადაღება ბევრად უფრო სასიამოვნო ემოციებს აღძრავს და შედეგიც უფრო მიმზიდველია, ჩემთვის რათქმაუნდა ))