ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.
მადლობა მიშას ამ თემის გახსნისთვის. მეც დღეში ალბათ 2 PM-ს მაინც მწერენ შეკიხვით, ეს როგორ დაამუშავე, გამიზიარეო.
მოკლედ მეგობრებო, მე ვფიქრობ მთავარია იცოდე რა გინდა რომ გამოვიდეს. როგორ - ეს უკვე შედარებით ადვილი მისაღწევია, როცა მილიონობით ვიდეო არსებობს youtube-ზე ნებისმიერ ფილტრსა თუ პლაგინის შესახებ და ნაბიჯ-ნაბიჯაა ახსნილი ამა თუ იმ მოტივის მქონე ფოტოს დამუშავება. არსებობს ასევე სპეციალური მოქმედებათა ჯგუფი, შეკრული ერთ Actions ფაილად, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ფოტოშოპის მომხმარებელს ინდივიდუალურადაც შეუძლია. ისინი ავტომატურად ამუშავებენ ფაილებს, წინასწარი დაგეგმილი ოპერაციების თანმიმდევრული გაშვებით. ამის შესახებაც ძალიან ბევრ ინფორმაციას ამოიღებთ youtube-დან. უბრალოდ ძებნაში ჩაწერეთ Photoshop Actions.
რაც შემეხება მე, არც მე ვარ პროფესიონალი და ჯერჯერობით სწავლის პროცესში ვარ. რა თქმა უნდა ჩემს ფოტოებზეც კარგად ჩანს ეს თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ფოტოს დამუშავებას 5-6 საათი ვუნდები. მათი ოპერაციების მიმდინარეობას მე კი არა ფოტოშოპის History ვერ იმახსოვრებს
ოკ, ეხლა მოვრჩები ლაყბობას და მეც შემოგთავაზებთ ჩემი უბრალო, სწრაფი დამუშავების ვარიანტს: მაგალითად ზაფხულის მოტივიდან შემოდგომის მოტივზე ფოტოს გადაყვანა: ვნახოთ რა გამოვა.