დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
რა ხანია გამოვედი ბავშვობიდან და არავის არ ვეჯინები.მით უმეტეს არ დავუწყებ ქოლგას ჯინიანობას.ერთი ჭკვიანი ადამიანი ამბობდა რომ ხალხი (ნუ ამ შემთხვევაში ქოლგა) უნდა მიიღო ისეთად როგორიც არის და რამე უკეთესი თუ გინდა შენ თვითონ უნდა გააკეთო.
ვოტ.
პოტენციალი ჩვენს საიტზე ბევრს აქ და მთავარია ძალების მობილიზება შევძლოთ. პირველ ეტაპზე ვერ იქნება გრანდიოზული რამ , მაგრამ თუ ხარისხიანად გავაკეთებთ უფრო მეტ დაფინანსებას მოვიპოვებთ დამიჯერეთ. ქოლგა კიდე იყოს თავისთვის და აგროვოს ჟანრული აბდაუბფდა ფოტოები.მართლა გული მწყდება, რომ ტყუილად იხარჟება ამოდენა ფული.
ამდენი ხალხი მართლა იმსახურებს რამე ნორმალურ კონკურსს.