დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
მე დავწერე და კიდე ერთხელ გავიმეორებ, ალტერ ქოლგა უბრალოდ სამუშაო სახელია და ინციცატივა რომ შემოვიტანე ამ თემის გახსნაზე და მერე გახსნა Nikoloz Mameishvil–მა ითავა, იმიტომ სულაც არ გამიკეთებია რომ დავიბოღმე ჩემი ფოტები რატომ ვერ გავიდადთქო. ადრეც გადოიდა ჩემი ფოტოები და ადრეც იგივე აზრზე ვიყავი.
ის რომ ერთი ფოტო გავიდა არ ნიშნავს რომ კომპეტენტურები არიან.პინოჩეტმა ერთი ადამიანი რომ შეინდო და მერე ის იძახდა ავგუსტო რა კაი კაციაო, ეს არ ნიშნავდა რომ სინამდვილეში სისხლისმსმელი არ იყო. ასე იაფად ნუ მოიქრთამები. იმასაც კი რომ მიხვდი ქოლგაზე მარტო ჟანრული ფოტოები გადის და 5–ვე ჟანრული გააგზავნე მაკაფიოდ მიუთითებს იმაზე რომ თავის აზრს გვახვევს თავზე ეს კონკურსი და კიდე ერთხელ დავსვამ კითხვას: "რატომ უნდა განსაზღვრავდეს ჩვენ გემოვნებას ქოლგა (ან მისი ჟიური)?"
კიდე ერთხელ ვიტყვი ვინც ვერ გაიგო. მე ქოლგის საწინააღმდეგოდ კი არ მინდა რამის გაკეთება, უბრალოდ ერთი ნომრალური ყოველწლიური კონკურსი მინდა არსებობდეს საქართველოში. ქოლგაზე გული კი იმიტომ მწყდება რომ ორგანიზატორებს ამხელა რესურსი აქვთ და საბოლოო შედეგი რაღაც მარაზმია!
დარწმუნებული ვარ ამ თემის არსებობის შესახებ იციან ქოლგის ორგანიზატორებმა და კარგი იქნეობდა მათი აზრის და არგუმენტების მოსმენა. Added @ tsumbusha,
ქოლგის ძირითადი შემოსავალი სპონსორებიდან აქ და არა ფოტოებიდან. ეგ მართლა კაია რომ სიმბოლური ერთი ლარია თითო სურათზე.
ეპოქალური კონკურსია ქოლგა, სულ პირველად გაკეთდა ამხელა მასშტაბებით. მაგრამ ბოლო წლებია სულ მარაზმი ხდებაჟანრიც რით არის კარგი და პეიზაჟი ან პორტრეტი ცუდი ვერ გამიგია. ეგ იგივეა ოსკარზე მარტო მელოდრამები რომ გადიოდეს.ეგ იგივეა ნობელს მათემატიკოსებს რომ არ აძლევენ, ეგ იგივეა ირანში ქალებს ხმის მიცემის უფლება რომ არ ქონდათ.დიდი განსხვავება არაა