დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
LOOSER, მე მეგონა უფრო კარგად ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია, შენი ქცევა გახდა ქოლგის შესაბამისი და ეგაა პრობლემა ზუსტად. შენი ქცევით აღიარებ რომ მხოლოდ ჟანრია ფოტო, ანუ რასაც ქოლგის ჟიური აკეთებს იმ ფორმატს მოერგე. მე სწორედ იმას ვხსნიდი, რომ ქოლგის ორგანიზატორები აცხადებენ თავისუფალ თემას და რეალურად ირჩევენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებას, რაც არის დარღვევა. თუ არის ფოტო კონკურსი მაშინ 100 საუკეტესო ფოტოში უნდა იყოს წარმოდგენილი მაქსიმალურად ბევრი განხრა და კატეგორია. თუ ეს არ უნდა ქოლგის ორგანიზატორს, მაშინ დაარქვას "ქოლგა, ჟანრული ფოტოების კონკურსი", მაშინ უნდა გამოაცხადოს ჟანრული ფოტოების მიღება და არა ზოგადად თავისუფალი თემა.
ეს არის პრობლემა. შენი კლიენტის მოტყუება არის პრობლემა.