დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ჟიური თუ არ ითვალისწინებს საკუტარი გემოვნების გარდა არაფერს, გავკარი ეგეთ ჟიურის მე როგორც ვიცი და როგორც მე მასწავლიდნენ, ადამიანი რომელიც აფასებს რამე ნამუსევარს და მასზეა დამოკიდებული გამარჯვებულის არჩევა უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე საკითხს:
1. მის მიერ არჩეული ფოტო მხოლოდ მას არ უნდა მოსწონდეს. თავისი არჩევანის გასამართლებლად არ უნდა ჭირდებოდეს ხელოვნური არგუმენტების მოფიქრება და რაღაც არარსებული ქვეაზრების "აღმოჩენა".
2. მისი არჩენავი უმეტესობაში უნდა იწვევდეს დადებით შეფასებას, უკმაყოფილო უმცირესობა სულ იქნება. მაგრამ როცა ეს პირიქითაა, უნდა დაფიქრდე იქნებ არასწორად იქცევი?
3. ჟიურის არჩევანი უნდა იყოს ერთგვარი მასტერკლასი. 3000 ფოტოდან რომ 100 ფოტოს არჩევს ის ერთი თავით მაღლა მაინც უნდა იდგეს დაწუნებულ ფოტოებთან შედარებით. გამარჯვებული ფოტო კი არ უნდა გიტოვებდეს პროტესტის გრძნობას. მემგონი ცოტა გემოვნება ჩვენც გვაქვს და რაღაც გაგვეგება კარგსა და ცუდში. ხოდა რომ ვხედავთ, რომ აშკარად არაა სხვისი ფოტო შენსაზე უკეთესი და პირიქით, უარესიც კია, ძნელია არ დაფიქრდე ჯიურის კომპეტენტურობაზე..
4. ფოტოგრაფია არაა მხოლოდ ჟანრული და შავთეთრი ფოტოები. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი და საინტერესო კატეგორიები. კატალოგებს და გამარჯვებულ ფოტოებს რომ გადახედო იფიქრებ საქართველოში არც პეზაჟებს ირებენ, არც გლამურზე მუსაობს ვინმე, არც ნატურაზე და არც მაკროზე. არც კრეატივი არსებობს და რავი ჯანრის გარდა არავინ არაფერს იღებს.. ესაა დღევანდელი ქოლგა, ქოლგა კი არა მართლაც ზონტიკიო ვიღაცამ თქვა და ზუსტად შეესაბამება.