დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ნუ თავმდაბლობ,მაგის ნახევარი მაინც რომ შემეძლოს, რაც შენ გაქ გადაღებული იცი რამხელა ამბიციები მექნებოდა )
მაგარი ფოტოებია,ყოველ ხუმრობის გარეშე.
olala,
მე არ ვარ ჯერ იმ ეტაპზე რომ სხვისი ფოტოები ესე საჯაროდ შევაფასო.
და არც იმიმ მომხრე ვარ რომ ჟიურიში უბრალოდ კარგი გემოვნების ადამიანი იჯდეს. როგორც ყველა მრბოლელმა უნდა იცოდეს ბოლიდის მექანიკური აგებულება, ისე ყველა ფოტოს შემფასებელს უნდა ესმოდეს ფოტოს ფარული ინჟინერია და ტექნიკა. მე ჯერ-ჯერობით ამათ ვსწავლობ და შესაბამისად ჩემი აზრი მთლად ობიექტური ვერ იქნება თუნდაც ამ გარემოების გამო.
კარგი აზრია ალტერ ქოლგა. თუმცა პიარით კონკურენცია გაჭირდება ვგონებ.თუმცა სერიოზულად თუ მოვკიდებთ ამას ხელს შეიძლება რაღაცის წამოწყება.