დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ბიჭო ამდენს რა გაწერინებთ? ფოტოკონკურსი მართლაც რომ დასახვეწია და ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. მაგალითად საპრიზო ფონდი. ჩემი აზრით გაცილებით უფრო მეტს უნდა იგებდეს გამარჯვებული ნომინაციაში ვიდრე 700 თუ 800 ლარი შარშანწინ გავაგზავნე პირველად რაღაც რუღაცეები არაფერი გავიდა შარშან არ გამიგზავნია საერთოდ. წელს 19 ფოტო გავაგზავნე და 4 გავიდა. გამიკვირდა რო საერთოდ გამომეხმაურნენ 4 ფოტოდან 3 ფერადია კეშა ვიცი გაგიკვირდება
აქ რა ფოტოებიც დაიდო არ გასული, 80% არ იმსახუხურებს მაგრამ მართლა ისეთი ფოტოები არ გაუშვიათ რო რავიცი ჟიური უცნაური რამ არის შეიძლება მასტერას ფოტო არ გაუშვას და ვიღაცის ნაგავი გამოკიდოს წარმატებებს გისურვებთ ყველას, ქოლგაზეც და სხვა ფოტოკონკურსებში.