დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
შეფასებებს მე თუ მკითხავ დიდი მნიშვნელობა არც უნდა ენიჭებოდეს.მე მაგალითად სულ მკიდია.ერთი ორჯერ ძაან ლაითად ,რჩევის სახით, დავწერე რაღაც კომენტარი და ამან ისეთი რეაქცია გამოიწვია.....ერთი გავიფიქრე კისერიც გიტეხიათქო და იმის მერე ძალიან იშვიათად ვაკომენტებ რამეს.მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავტორი მოითხოვს.
მგონი სომერსეტ მოემმა თქვა რომ როცა ადამიანი კრიტიკას მოითხოვს გულის სიღრმეში ქებას ელისო. მართლაც მასეა.
სასტავობანას რაც შეეხება, რაც არ უნდა წესი შემოიღო მაგას მაინც ვერ გადააგვარებ.თავისანს ნებისმიერი ადამიანი უფრო გაუწევს ანგირიშს ვიდრე უცხოს.
შენ რაც თქვი ისიც კარგი აზრია, მაგრამ ეგრე რომ გაკეთდედს მერე ზოგს საერთოდ შეეზარება დაკომენტება და საბოლოოდ ფოტო შეიძლება ერთამ დაუზარებელმა შეაფასოს და მარტო მასზე იქნება დამოკიდებული ამ ფოტოს ავკარგიოანობა.
მე მაინც უფრო ინდიფირენტულად ვარ განწყობილი ლაიქების მიმართ გინდ აქ და გინდ ფეისბუქში.უბრალოდ ვდებ და ვაკეთებ იმას რაც მე მომწონს (მეტ-ნაკლებად) და შეძლებიდაგვარად ვინტერესდები მხოლოდ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხალხის აზრით ამათ გარშემო.თქვენც იგივეს გირჩევდით და დაიკიდეთ თუ ვინმე 2/2-ს დაგიწერთ, თუმცა 5/5 ყოველთვის სასაიამოვნოა თუნდაც სრულიად დილეტანტი ადამიანისგან