დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
error404, არ ვიცი იგივე აზრის იქნებოდი თუ არა შენი ფოტოები რომ გასულიყო და ამიტომ შენს დამოკიდებულებას ვერ განვსაზღვრავ ნორმალურად.
უბრალოდ არ მესმის რაში სჭირდებათ ასე გაკეთება ქოლგის ორგანიზატორებს.
კიდევ დავამატებდი რომ ჩვენთან რაც ფოტოგრაფები არიან ის კონკურსები გვაქვს, ნურავის ეწყინება და ყველა საკუთარ თავზე იმედია არ მიიღებს, მაგრამ მიწევს ფოტოგრაფიის სფეროში ყოფნა და სამწუხაროდ ბევრი ისეთი ე.წ. ფოტოგრაფი მხვდება, რომლებსაც ძალიან დიდი ამბიციები აქვთ და წაროდგენები საკუთარ თავზე, არადა სინამდვილეში ფოტოგრაფიის აზრზე არ არიან. ფოტოგრაფია მარტო კარგი ტექნიკა არაა, თავისი ხედვა ჭირდება და ა.შ.
საერთოდ, საქართველოს სენია რომ ახლობლებს მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევაში აკრიტიკებენ და თუ ვინმე უნიჭო გყავს ამის თქმა მისთვის უტაქტოა. ამიტომაც ვისაც მეტი ახლობელი ჰყავს ამ სფეროში და კიდევ მსგავს საიტებზე ისინი იქაჩებიან და რაღაც შთაბეჭდილებელი ექმნებათ საკუთარ თავზე.
ყველა რა თქმა უნდა არ ეხება, ყველგან მოიძებნება რამოდენიმე კარგი ფოტოგრაფი. რომელსაც შეუძლია კიდეც საკუთარი თავით იამაყოს.