დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
კარგი იქნებოდა ასე ვრცლად პირველივე კომენტში დაგეწერა. ეხლა უფრო დეტალურად ვხვდები შენ დამოკიდებულებას და მახარებს რომ ობიექტურად უყურებ ამ ყველაფერს.
გასაგებია, რომ უბრალოდ მომწონს და არ მომწონს არ არის სრულყოფილი ახსნა. მაგრამ რაც არ უნდა სრულფასოვანი და გინდ შინაარსობრივ და გინდ კომპოზიციურად გამრთული იყოს ნამუშევარი,თუ არ მომწონს ჩემთვის ის ღირებულებას არ წარმოადგენს. ანუ ყველაფერი მაინც აქამდე დადის. მე ვფიქრობ რომ უპრიანია ღრმა ანალიზის კეთება იმ შემთხვევაში თუ რაღაც მოგწონს, ხოლო თუ რაღაც არ მოგწონს მერე ჩაუღრმავდები და რაღაცას აღმოაჩენ (ან მოგელანდება) და მერე ამის საფუძველზე მოიწონებ.... ეს უკვე ხელოვნურობაა და არ ხელოვნება.
რაც შეეხება მონაწილეობას. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ყოველწლიურად გამოდიოდა კატალოგი და ასევე ყოველწლიურად იქ მინიმუმ ჩემი 2 ფოტო გადიოდა , ადვილი მისახვედრია ჩემი ენთუზიაზმის არსებობა.თუმცა ეხლა ეს ენთუზიაზმი გაქრა და არა იმიტომ რომ ჩემი ფოტოები ვერ გავიდა არამედ იმიტომ რომ დაჭაობდა ქოლგა. სულ ერთი და იგივე სტილის ფოტოები გადის და ეგ განვითარებას არანაირად არ უწყობს ხელს,რაც მნიშვნელოვანია ყველგან, მათ შორის ხელოვნებაში.
ორგანიზატორებს ისიც კი ეზარებათ რომ კატეგორიებად დაყონ კონკურსი.რაღაც სტუდენტური თვმმართველობის მოწყყობილ გამოფენას ემსგავსება ეს ყველაფერი.
მოერეს მხრივ, საქართველოში ყოველთვის მოიძებნება 1000-დე ადამიანი რომელიც გააგზავნის ქოლგაზე ფოტოს.ანუ არ გაგზავნა პრობლემას არ წყვეტს,თუმცა ალბათ კონკურსის ხარისხის კატასტროფული ვარდნა მეტ ნაკლებად ჩემსავით გულაცრუებული ხალხის მონაწილეობაზე ურაის თქმამც განაპირობოა.