დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
kesha, რაც შეეხებაა ფერად ფოტოებს გეთანხმები. : )) ნამდვილად აკლია ფერადოვნება და პეიზაჟებიც. მეც ძალიან მიყვარს ფერები და პეიზაჟები.
ალბათ ამ წლების მანძილზე რაღაც ფორმატი ჩამოყალიბდა და იმ ფორმატის ფოტოები გადის. ჩემმა მეგობარმა მოდელების სურათები გაგზავნა რომელიც სხვებში დიდ მოწონებას იწვევდა მაგრამ ქოლგაზე არცერთი არ გავიდა. არადა კარგი ფოტოები იყო, უბრალოდ არ ჯდებოდა ქოლგის ფორმატში.
მონოპოლია ცუდია, მაგრამ ეგ ხომ ქოლგის ორგანიზატორების ბრალი არაა.
ქართველ ფოტოგრაფებს შეუძლიათ საზღვარგარეთის ფოტოკონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა, რა პრობლემაა???
არჩევნებს რაც შეეხება, თუ ხალხმა არ იარა ნამდვილად არაფერი გამოვა, მაგრამ ქოლგაზე თუ ბევრმა აღარ გაიტანა ნამდვილად დაფიქრდებიან უფრო მეტად ობიექტურები ხომ არ უნდა ვიყოთო.
ახლა 2010ის ფოტოებს გადავხედე, შავთეთრისა რა გითხრა მაგრამ ეს დევნილების შინაარსი მართლა მოსაბეზრებელია.