დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
მე გავგზავნე სულ ორჯერ ქოლგაზე ჩემი ფოტოები (შარშან და შარშან წინ)
ორივეჯერ აირჩიეს პირველად სამი ფოტო გავიდა ჩემი ასეულში, მეორედ ორი
მაგრამ რაშია პრობლემა:
ყოველ რეპორტაჟში და ორივე წელს სარეკლამო რგოლში გამოოიყენეს ჩემი ნამუშევრები
მაგრამ გამარჯვებული არ გამხდარა ჩემი ფოტო, ისმება კითხვა )))))) თუ ირჩევენ ორივე გაგზავნის შემთხვევაში იყენებენ სარეკლამო რგოლებში რეპორტაჟები იხსნება ჩემი ფოტოთი, მაგრამ არ იმარჯვებს, ღიირს მესამეთ კიდე გაგზავნა ? ამიტომ წელს აღარ ვიღებ მონაწილეობას
მემგონი ყველას აქვს რაღაც ამბიცია ვინც თვლის რომ ღირებულს ქმნის რაღაცას, ანუ მე ოლიმპიური პრინციპით "მთავარია მონაწილეობა" არასდროს არ ვხელმძღვანელობ
მაგრამ არის ერთი პლუსი - კატალოგი, ესაა ის რაც პრინციპში ჩემთვის ნათელი წერტილია ამ კონკურსში (ერთადერთი კონკურსია სადაც მონაწილეობა მივიღე)
ასე, რომ ამ კონკურს ნეგატიური მხარეც აქვს და ასევე პოზიტიურიც არჩევანი მარტივია, ვისთვის წონის ის პოზიტიური , ნეგატივს