დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ქოლგა ჩვენში ყველაზე მასშტაბური კონკურსია და თანაც ყოველწლიური, თავის პრესტიჟიც აქვს, იმიტომ რომ ერთადერთია. ეს ერთადერთობა, ისევე როგორც მონოპოლია, ყოველთვის ალპობს პროდუქტს. განვითარებას წყვეტს, არ აქვს იმის შიში, რომ შეიძლება პირველობა დაკარგოს. ამიტომაც ორგანიზატორები კარნახობენ ჟიურის რა აირჩიონ და რა არა (გამოდის, რომ ჟიური უბრალოდ ბუტაფორიაა და მეტი არაფერი). რა აზრი აქვს პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოყვანილ ჟიურის, თუ ორგანიზატორი კარნახობს რა აირჩიოს და რა არა?
წლიდან წლამდე უკმაყოფილოები ვართ ქოლგის ორგანიზებით და არჩევანით, მაგრამ სხვა ალტერნატივა არაა.. რომელიმე კონკურსი რომ დაარსდეს უკეთესი დონის, დამიჯერე ბევრი ფოტოგრაფი საერთოდ აღარ გაიტანს ქოლგის კონკურსზე ფოტოებს. ჩვენი ეს ქმედება გულისხმობს "გავიტან ფოტოებს, რა იცი რა ხდება, იქნებ წელს მაინც გაითვალისწინეს კრიტიკა და იქნებ წელს მაინც ჩატარდეს ობიექტურად"..
ხალხი ხომ მუდივად დადის არჩევნებზე? ხალხის ნაწილი მუდმივად უკმაყოფილოა არჩევნების შედეგით, რატომ მიდის ეს უკმაყოფილო ხალხი არჩევნებზე ისევ და ისევ თუკი მუდამ უკმაყოფილოა?
შარსანდელი ფოტოების 80% იყო მარაზმი და არანაირი ახსნა არ აქვს მაგ ფოტოების არჩევას. ვერც ერთმა ორგანიზატორმა ვერ დამისაბუთა რატომ მოსთხოვეს ჟიურის "დევნილების ან მიმსგავსებული შინაარსის" ფოტოების არჩევა..
მე იმაზე არ მწყდება გული, რომ ჩემი ფოტოები ვერ გავიდა. მე მაღიზიანებს ის, რომ პეიზაჟებს არ აქვთ ადგილი ამ კონკურსზე და რატომრაც ფერად ფოტოებს ავტომატურად ბრაკავენ, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა.. რა ვქნათ ბატონო ვისაც ფერადი ფოტოები გვიყვარს? ვინც პეიზაჟისტები ვართ? ეს ჟანრი არაა ფოტოგრაფიის ნაწილი? აუცილებელია ფოტო იყოს შავთეთრი და ადამიანი იყოს გამოსახული ფოტოზე?