დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
error404, ეგ გასაგებია, რამე უფრო კონკრეტულ აღწერას მოველოდი. წელს გავიარე მხატვრობის კურსი სადაც რომ დამეწერა "ეს ნახატი მომწონს და ჩეში სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს" ალბათ ნიშანს არავინ დამიწერდა. : ) "მომწონს" გარდა უამრავი კრიტერიუმი არსებობს რითაც ყველამ უნდა შეაფასოს საკუთარი ფოტო და მერე გამოთქვას პრეტენზია.
კიდევ დავამატებ რომ არც ქოლგის სასტავთან მაქვს რაიმე კავშირი, მხოლოდ რამდენიმე მანდ გასულ ადამიანს ვიცნობ, ისიც მსგავსი საიტებიდან.
galerea, რაც შეგეხება შენ (თუ თქვენ რავიცი) შეგიძლია მოითხოვო და თუ ძალიან გაწუხებს სადაც გინდა იქ გადაიტანონ ფოტო. მაგრამ რაც შენ დაასახელე არამგონია მსგავსი "რუბრიკა" () არსებობდეს აქ. : ))
საიდან ამხელა უარყოფითი ენერგია არ ვიცი რაა.... : ))
კიდევ ერთი რაღაც ვერ გავიგე, ამ ქოლგას ლანძღავთ და მაინც ათობით ფოტო გაგაქვთ, რატომ?? პირველად ხომ არ ტარდება??? აქამდე არ იცოდით რო ჩაწყობა იყო? თუ რასაც ეძახით... : ))