დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ეუფ, ისე ნუ გაიგებთ, რომ სახეს ვიხოკავდეთ, ეს რა გვაკადრეს და ჩვენი ფოტოები როგორ არ გაუშვესო წლების მანძილზე უამრავი ძალიან კარგი ფოტო გვინახავს ქოლგაზე და ძალიან ღირსეული გამარჯვებულებიც წელსაც ვიცი ბევრი ძალიან კარგი ფოტო, რომელზეც არჩევანი შეაჩერეს და წარმატებას ვუსურვებ ყველა გასულს!
მაგრამ ეს არ ცვლის ქოლგას მიმართ დამოკიდებულებას ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით! შორს რომ აღარ წავიდეთ და ყველაფერი არ ჩამოვყაროთ, შარშანდელი ქოლგა ვისაც ახსოვს, ისინი მაინც გაიგებენ კარგად, რაზეა ლაპარაკი Added @ ალტერ-ქოლგა ხომ არ მოგვეწყო ისე, ა?