დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ცუდად არ გამიგოთ აქ დადებული ფოტოებიდან ბევრი კარგი ფოტოა მაგრამ მხოლოდ რამოდენიმეა ისეთი რომელზეც შეიძლება ითქვას "აუ, ეს როგორ ვერ გავიდაო?!", მითუმეტეს როცა არ იცი როგორი კონკურენტი ფოტოები ყავდათ... ალბათ გასულ 100 ფოტოს რომ ვნახავთ იქაც ბევრი იქნება ისეთი რომელზეც იტყვი "ეს რატო გავიდაო?!"
4 წლის მანძილზე ჯამში დაახლოებით 40 გაგზავნილი ფოტოდან წელს პირველად მოხვდა ჩემი ერთი ფოტო და ისიც მიკვირს