დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
სურათი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ესთეტიური, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ ლამაზი. დიდი პლიუსია თუ მასში კიდე აზრი იქნება ყოველივე ამასთან ერთად ჩადებული. გასაგებია რომ ყველას ერთნაირი გემოვნება არა აქ, მაგრამ არის საერთო კრიტერიუმები, რომლებიც ყველასთვის ერთია. რომელთა არსებობას შეიძლება ვერც იაზრებდე, მაგრამ თუ სურათი მოგწონს ეგ უკვე ნიშნავს რომ ასეთი თვისებები მას გააჩნია. ქოლგაში გამარჯვებეული სურათების უმეტესობაში მე პირადად ამას ვერ ვხედავ.
მაგრად მწყდება გული, რომ ამხელა ფინანსები და ძალისხმევა იდება და რეალურად შედეგებით თუ ვიმსჯელებთ მაგარი ბანძი კონკურსია.თან გამომდინარე იქედან რომ ჟიური ყოველ წელს იცვლება უკვე ეჭვი მიჩნდება რომ "ბანძი " სურათების გაქაჩვა ორგანიზატორების საქმეა, იმიტომ რომ უბრალოდ არ შეიძლება საქართველოში ამდენმა უგემოვნო ადამიანმა იარსებოს რომ 8 წლის განმავლობაში ქოლგას ჟიური დააკომპლექტოს.
მე მაპატიე მარა გეტყობა რომ ქოლგის სასტავთან ახლოს ხარ,რადგან სრულიად უარგუმენტოდ იცავ ამ ხალხს.თუ არ მეთანხმები კიდე ერთხლე გთხოვ გადახედო გამჯვებულების სურათებს.
პ.ს. არამც და არამც არ გაიგოთ რომ ყოველივე ეს გამოწვეულია გულდაწყვეტით იმისდან რომ ჩემი სურატები ავერ გავიდა.მე პირადად მართლა არ მივიჩნევ ჩემს სურათებს საპრიზო ნომინანტებად, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანის ისეთი კარგი ფოტოები დაიწუნეს და რაც მთAვარია ისეთი უგემოვნო და ტექნიკურად გაუმართAვი ფოტოები გაქაჩეს, რო რავი.რომ არ დამეწრა არ შეიძლებოდა.