დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
არ ჩამოვწერ კონკრეტულად რომელს სურათებს ვგულისხმობ, მაგრამ აქ რაც ვნახე თითქმის ყველას გაქვთ ნამდვილად რამოდენიმე მართლა დამაფიქრებელი სურათები (და ეს - სასიამოვნოა), ჩემო კარგებო, თქვენ ასე გააგრძელეთ და მალე მოვა ის დრო როცა აქეთ დაგიწყებენ ხვეწნას, თითქმის ყველას გიცნობთ და მერწმუნეთ (ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი, ქოლგა არა მყავს მხედველობაში) ეგ დრო ნამდვილად დადგება სურათებზე ბოდიში ადმინისტრაციასთან, ამ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა და თემის შესაბამისი სურათები არა მაქვს