დიდი ხანია მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ერთადერთი მაშტაბური ფოტო კონკურსი "ქოლგა" არასათანადოდ აფასებს მიღებულ ფოტოებს. ბევრს ეჭვი ეპარება ორგანიზატორებისა თუ ჟიურის კეთილსინდისიერებაში და ფოტოგრაფთა წრეში ყოველთვის ისმის გაუთავებელი კრიტიკა ამ კონკურსის მიმართ. გაჩნდა აზრი, რომ გაიხსნას თემა სადაც დავდებთ იმ ფოტოებს, რომლებიც არ მიიღეს კონკურსზე, ასევე კარგი იქნება იმ ფოტოების დადება, რომლებიც მოხვდნენ კონკურსზე.
დავიწყებ ჩემი ფოტოებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ფოტოები აუილებლად უნდა მოხვედრილიყოთქო, მაგრამ გამიკვირდა ის თუ რომელი ფოტო გავიდა და რომლებზე თქვეს უარი.
ჰომ... როგორც ქოლგის თემაში ერრორ404 წერდა, საქმე იმაშია, რომ ქოლგა ერთადერთი შემდგარი და მასშტაბური კონკურსია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვაკრიტიკებთ და წლითი წლობით ჩემი აზრით უკან მიდის..
წელს მეორედ გავიტანე ფოტოები, მთელი ათი ცალი (რა ბზიკმა მიკბინა) და ვერცერთი გავიდა. ესენი იყო:
რაღა დაგიმალოთ და დარწმუნებული ვიყავი ორი-სამი მაინც გავიდოდა