მე ფერად სურათებს ვიღებ ,მაგრამ მერე ვაშავთეთრებ...ჩემთვის შავ-თეთრი უფრო ეფექტურია ვიდრე ფერადი ჩემი აზრით ფერადი ფოტოები ძალიან გადატვირთულია (ანუ ძალიან ბევრი ფერებია) მაგრამ თუ ბუნებას ვიღებ მაშინ ფერადი მირჩევნია რომ დარჩეს (ბუნებას ფერები უხდება და ეს არ მაღიზიანებს)
თქვენი აზრი მაინტერესებს თქვენ რატომ ანიჩებთ უპირატესობას შავ-თეთრ ფოტოებს?
შავ-თეთრ ფოტოგრაფიას რაც შეეხება ეგ ფოტოს ინდივიდუალურობაზე უფროა მგონი ვიდრე ის თუ მე როგორი ფოტო მიყვარს არის ზოგჯერ თუნდაც პორტრეტი რომელსაც გაშავთეთრება არ უხდება.
საერთოდ შავ-თეთრი ფოტო პორტრეტებში იმიტომ არის პოპულარული რომ ნაკლებად გეფანტება ყურადღება და მთლიანი ყურადღება მართლაც რომ პორტრეტზე მიდის, ფერადი ფოტოს შემთხვევაში კი ხშირ შემთხვევაში იფანტება ყურადღება რის შემდეგაც უმეტესად ნაკლებ ინტერესს იწვევს ფოტო
თუმცა ისევ ავღნიშნავ რომ ეს მაინც დამოკიდებულია ფოტოზე, თუ როგორი ფოტო იქნება და მის შემდეგ უნდა გადაწყდეს რომ დარჩეს ფერადი თუ გაშავთეთრდეს რადგან შეიძლება სულაც არ მოუხდეს ეგ გაშავთეთრება
ასევე pikusa, იმასაც ვიტყვი რომ ფოტოს როდესაც გააშავთეთრებ უნდა საკმაოდ კარგი დამუშავება, მარტო ფოტოშოპს გაშავტეთრების რამოდენიმე მეთოდი აქვს, ეს იმაზე მეტყველებს რომ გაშავთეთრების დროსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ როგორ გავაშავთეთროთ