IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ვურჩიოთ ერთმანეთს ფილმები
დაღლილი ვარ, დასვენება მინდა. ვუყურებდი მსუბუქ კომედიას მელოდრამის ელემენტებით, ჰეფი ენდით. არტ სინემა, ეროტიული დრამები და საუკუნოვანი შთაბეჭდილებები ყელში მაქვს მირჩიეთ ფილმი დღეისთვის ლინკსაც თუ მოაყოლებთ მადლობელი დავრჩები. მეც ჩემი მხრივ არ დაგზრდებით ხოლმე
და ასე ვპოსტოთ აქ ფილმები.... მესენჯერში რომ არ ვაგზავნოთ ოლები: )
აუ, ამ კინოს სანამ 2 ოსკარს მისცემდნენ, მანამდე მოვკარი თვალი.. და დიდად არ მიმივიდა გული, რომ მეყურებინა.. "დაჟე" ოსკარების დაჯილდოების მერეც არ გამჩენია სურვილი.. (რაღაც ეს ბოლო ცერემონიალი ძალიან სუსტი მეჩვენა).. მაგრამ, იმდენი ილაპარაკეს, ვაიძულე თავი და დღეს ჩავუჯექი.. ნუ.. რა ვიცი.. ვერც იმას ვიტყვი, რომ დავიტანჯე, თუმცა ერთი-ორგან მოვიწყინე.. და მთლიანობაში, დიდი ვერაფერი კინო..
მაგრამ.. სადღაც კინოს დასაწყისში ისეთი მაგარი კადრები იყო, ლამის მთლიანად კინო შემაყვარა.. ვისაც აქვს ნანახი, გაახსენდება.. ბიჭი თავის პატარა ძმას ტვალეტში ჩაკეტავს..(რაღაც ჯოხებზე შემდგარი ორმოიანი ტვალეტია) და ტვითონ ამიტჰარ ბაჩანის სანახავად წავა.. (ეს კაცი ბოლივუდის ვარსკვლავია და ქალებს შვილებზე მეტად უყვარს, მგონი.. კაროჩე აღმერთებენ.. გმირია, ყველაფერია ეს ამიტჰარი ინდოელებისთვის) რომელიც ის წუთია ჩამოფრინდა.. და ეს ბავშვი ვერ გამოდის, არადა აფრეს ამ ბაჩარზე (არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა ამ კაცის გვარს).. და ბოლოს იძულებული ხდება განავალში ჩახტეს.. და ასე ამოთხვრილი მირბის აეროპორტში, ხალხს არღვევს და ამიტჰარისგან ავტოგრაფს ითხოვს.. : ) ერთადერთი მომენტი, სადაც ვიგრძენი რეჟისორული გენია.. დანარჩენი რავი.. ჩვეულებრივი, პრიფესიონალური ნამუშევარი იყო..