ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
დინ, ბოლომდე წავიკითხე და გულახდილობაც გამიხსენი : )))) ჰოდა, არც მე დამისვას ვინმემ კითხვა, ვისზე იყო ლაპარაკიო. დინ, ხვალ რომ ამ პოსტს წავიკითხავ და რომ შემრცხვება, მერე ისიც რომ შემოვა და წაიკითხავს და გამიხურებს, რატომ დაწერეო, შენ მოგხვდება იცოდე
ჰოდა იყო ასე... ერთ დღეს ერთ მივიწყებულ ფორუმზე შევედი და PM დამხვდა, არაფერი, მარტო ყვავილების ჩუქების სმაილი. ახალი დარეგისტრირებული ნიკი იყო და ჩავთვალე, ვინმე ძველია-თქო. მადლობა, მაგრამ რით დავიმსახურე-მეთქი, იმიტომ, რომ ასეთი კარგი ხარო, თუ რაღაც ასეთი იყო, ზუსტად არ მახსოვს, რა სიტყვებით. მერე ცოტა ხანს ვიპიემეთ, ხუმრობით, ირონიით და იუმორით. მე კიდევ მიყვარს ასეთი საუბარი, ჰოდა ისიც რომ კარგად ამყვა, შევყევით, ალბათ ამიტომ მივეცი სკაიპის ID, ლოგიკურად არ უნდა მიმეცა. ჰოდა... დავიმატე და ჰოი საოცრებავ ავატარიც ვიცანი და ნიკიც. იმანაც შე ბოკელოო. მოკლედ ყველაფერი ელვის სიწრაფით განვითარდა, ირონია გაქრა და ეს ორი ზრდასრული ადამიანი თინეიჯერულ ოცნებებში გადაეშვა. ძალიან სახიფათო იყო. ვხვდებოდი, მაგრამ რეალობაში ვერ გადმომქონდა. ერთ ღამით გადმოვიდა და ზის ჯინჯერი ღამის ოთხ საათზე სკაიპში, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდის, ეს მართალია სკაიპში არ ჩანს, მაგრამ მე ხომ ვიცი და ამაზე კიდევ ცალკე მეშლება ნერვები. სკაიპში მარტო ტექსტი იწერება: რატომ შემოვედი საერთოდ იმ დღეს ფორუმზე, რატომ მომწერე პმ, რატომ დაგამატე სკაიპში, როგორ მოხდა, რომ აქამდე შევტოპეთ, ხომ ვიცი, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება... მოკლედ ისტერიკააა რა... ხმა არ გამცე-მეთქი, სკაიპიდან გავვარდი და ტელეფონიც გამოვრთე. რა თქმა უნდა ნახევარ საათში ისევ ჩავრთე, იმიტომ, რომ ვიცოდი რამეს მომწერდა და მე ძალიან მინდოდა წამეკითხა ის, რაც ამ შიშებს გამიქრობდა. ასეთი რაღაც წავიკითხე, მაგრამ მე ისევ მეტირება და ისევ საპნის ოპერის ტექსტებს ვაშანშალებ, რომ იმდენად ჩემია, რომ გაიცრიცოს, ვერ გავუძლებ და რომ მირჩევნია ყველაფერი ასე დარჩეს. მდა... მოკლედ მეორე დილით ჩემს სახლთან ახლოს აქვს საქმე და მეუბნება დილით გნახავო, მე ცოცხალი თავით არ ვთანხმდები, იმიტომ, რომ საცაა გათენდება, მე კიდევ მთელი დღეები მუშაობის და მერე მთელი ღამეები მასთან ლაპარაკის გამო ისეთი გატიალებული ვარ, სულაც არ მინდა ასეთი მნახოს. საბოლოოდ იმაზე ვთანხმდებით, რომ საღამოს ვნახავ. ვნახე, ფილარმონიასთან შევხვდით და რუსთაველი ფეხით ჩავიარეთ, ძალიან ციოდა, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივედით (დიუმას ცენტრი საჯარო ბიბლიოთეკასთან), გზაში პირველი შეხვედრის უხერხულობა გაქრა, მთელი გზა ერთმანეთს ვუყურებდით და უკვე ფურცელაძის ქუჩასთან ვითომ შემთხვევით ერთმანეთსაც ვეხლებოდით. დიუმას ცენტრთან რომ მოვთავსდით, უკვე ჩახუტებულები ვცდილობდით ერთმანეთი გაგვეთბო. მერე ძალიან უბერავდა იქ და ბიბლიოთეკის კიბეებზე გადავსხედით ჰოდა, ვიცი, რომ ახლა გეცინებათ, მაგრამ არა უშავს :P ასეც ხდება ხოლმე : ) ჰოოოდა, კიდევ იყო ერთი ძალიან სასაცილო ეპიზოდი იქ, მაგრამ არ მოვყვები, ჩემია მარტო :P მერე რუსთაველში შევედით გავთბით და სახლში ერთი ავტობუსით წამოვედით... სახლში რომ მოვედით, ისევ სკაიპში შევედით და სასიკვდილოდ ვიჩხუბეთ ნუ მკითხავთ რატომ. მერე შევრიგდით და კიდევ ვიჩხუბეთ, მერე ისევ შევრიგდით და ისევ ვიჩხუბეთ, მერე აღარ ვიჩხუბეთ, მაგრამ ყველაფერი დავასრულეთ... ჰოდა ახლა?.. ახლა არაფერი... ახლა წვიმს : ) და ჩვენს ქოხში სანთლები ჩამწვარია... : )