ესეიგი, დავფიქრდი, დააახლოებით გადავითვალე და მივხვდი რომ ბოკეზე საკმაოდ ახალგაზრდა მონდომებულ ვაჟსა და ქალიშვილს გაუცნიათ ერთურთი მაგრამ რომ გაუცნიათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სასიყვარულო ისტორიაშიც გარდასახულა ასეთი ისტორიები კიდევ უამრავია, თუ არ მოყვებით მე მოგიყვებიი მოდით ჯერ მე დავიწყებ მოყოლას, ჰა აბა დავცქვიტეთ ყურები? პამპარამპამ და ერთ მშვენიერ ღამეს მწერს იუზერი ნიკით ნინი მამალაძე, როგორ ავტვირთოო ფოტო ბოკელების სურათებშიო, მეც რათქმაუნდა ძალიან ოფიციალურად გავანდე მას ფოტოს ატვითვის ინსტრუქცია, მაგრამ იმ ინსტრუქციის ბოლოს როგორც ბატონი გუჯა იტყვის ხოლმე "მამაძაღლობა" მივაწერე, რაზეც ის წამოეგო. შემდეგ ველოდე თუ როგორ ფოტოს ატვირთავდა ის ფორუმზე, ხოდა ჰოი საოცრებავ მან მართლაც ატვირთვა ფოტო შემდეგ ჰოიიიი უფრო დიდებულო სოცრებავ და იგი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა შემდეგ ტრალალა ვსაუბრბდით დღე და ღამე, და ერთ მშვენიერ დღეს დილის 7 სააათზე დავიბარე სამხატვრო აკადემიასთან. ასე მახსოვს და ამაზე სულ მეცინება, ნინი ნუ გაშტერდები შენთვის ჯერ ეს არ მომიყოლიამპუა ესეიგი მე სამხატვროს პირდაპირ სკვერი როა მანდ ვიდექი, ხოლო მაას რატომღაც ეგონა რომ აუცილებლად ზუსტად სმხატვროს შესასვლელში ვიქნებოდი დარჭობილი ნუ მის წარმოდგენაში ასე იყო, იმიტომ რომ ის ამაზე ფიქრობდა დიდი ხანი და ამდენ ფიქრში გაეპარა ის რომ მე იქ არ ვიდგებოდი და ვიდგებოდი პირდაპირ ამ დროს ის ამოდის აღმართიდან კი არ ამოდის არამედ პატარა ბავშვივით ოღონდ ლამაზი ბავშვივით "მობლაცუნობს" ისწორებს კაბას რომელიც აწეული აქვს და აიძულებს აქეთ-იქით ძალიან სასაცილო მიხვრა მოხვრები გაააკეთოს, შემდეგ ჯიხურის მინაში იყურება და თავის შავ ბერეტს ისწორებს, ხოლო მე ამას ყველაფერს ძალიან მხიარული სიდინჯით ვაკვირდები. უცბად შევყვირე ნინითქო მთაწმინდის დილის სიჩემეში იგი ძალიან შევაშინე. ასე დაიწყო ეს დღე დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით... ვრცლად ისტორიას ერთხელ შემოგთავაზებთ ფოტო გაფორმებით....
ახლა კი შევუდგეთ დაწყვილებულთა სიის შედგენას, იქნებ რაიმე ივენთიც მოვწყოთ სპეციალურად ამ ნიშნით.
ყველაფერი, რაც მანამდე განცდილი მქონდა ქალთან,რომელიც მიყვარდა და რაც კი ვნებათა ღელვა გადამეტანა ცხოვრებაში ერთად დამატყდა თავს და სისხლმა პირდაპირ ტვინისკენ გაიკვლია გზა და სულ ააფორიაქა ჩემი გონება...მანამდე მსგავსი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა,ერთ წამში სრული გარდაქმნა განიცადა ჩემმა თავისუფლებამ,მამაკაცურმა ჟინმა და ქალის აღქმამ ჩემს წარმოდგენაში მხოლოდ ერთი სახე-ხატი შექმნა- ეს იყო მისი სახე...(ვიღაცას შეიძლება გაზვიადებულად მოეჩვენოს,მაგრამ გეტყვით ,რომ ამაზე მეტი განვიცადე,ვიდრე ამის გადმოცემა შეიძლება).იმ მომენტშივე გავყევი და მთელი რუსთაველი ჩავიარეთ,არ ვგეგმავდი გაყოლას, საერთოდ არაფერს ვგეგმავდი,თავისით ფეხებმა წამიყვანეს მასთან,რაღაცას მივყავდი,ამხელა კაცი სულ მთლად გამოვშტერდი და კონტროლი დავკარგე!
მივედით საჯარო ბიბლიოთეკამდე...დღესაც არ მავიწყდება რა ნაზად მიარხევდა თეძოებს....გამაგიჟა რა!
ჰოოოო და!
შევიდა საჯარო ბიბლიოთეკაში,მე საშვი არ მქონდა მანამდე,მერე გავიკეთეშევიდა და შევიდა ,სანამ არ დაკეტეს და ეგ უკანასკნელი მკითხველი არ დარჩა იქიდან არ გამოვიდა ,გავიდა კაი 4 საათი ,ამასობაში გამოვფხიზლდი და დავსახე გეგმა,რომელიც შევასრულე და ეგ ქალი ახლა ჩემი შვილების დედაა...