IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოკონკურსი
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრი” პროექტის ,,სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობიოსათვის” ფარგლებში აცხადებს: კონკურსს საუკეთესო ფოტო და კინონამუშევრის გამოსავლენად თემაზე:
,,ქალი, თანასწორობა, თავისუფალი არჩევანი”
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებიდან. ასევე, მათი მობილიზება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 200 ევრო II ადგილი - 150 ევრო III ადგილი - 100 ევრო IV ადგილი - 50 ევრო
კინოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
I ადგილი - 700 ევრო II ადგილი - 500 ევრო III ადგილი - 350 ევრო (თანხა, შესაბამისი კურსით, გაიცემა ლარებში)
კონკურსში წარდგენიილი ნამუშევრების წარმატება არ არის დამოკიდებული ტექნიკურ ხარისხზე და შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო ფოტო/ვიდეო კამერით.
გამარჯვებულ ოთხეულს აირჩევს ორგანიზატორი, „ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი“.
ფოტო ნამუშევრები განთავსდება ჩვენს საიტზე, საკონკურსო გალერეაში: საკონკურსო გალერეა
(მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები თვითონ უნდა ატვირთოთ საკონკურსო გალერეაში)
Magdu გასაგებია,მარა ფოტოს დასახელება ახლა არ შეიძლებოდა? ვიდეო მერე დაესახელებინათ იმიტო რო ხალხმა იწვალა და დადო ფოტოები,მეორედ გადაიწია უკვე.30 ც მოვა ხო ისე ვიდეოები არ შესულა მნგონი ბევრი Added @ Magdu ალალად გეტყვი,ძალიან არ მჯერა რომ აქედან რაიმე რეკომენდაცია არ წავიდეს,ეს ისე.