ფოტოკლუბი ბოკე ოფიციალური პარტნიორის "ფოტოცენტრის" და დეველოპერული კომპანია "არსი"-ს მხარდაჭერით აწყობს 2007 წლის დეკემბრის საუკეთესო ფოტოების 5 დღიან გამოფენას!
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ის ავტორები, რომელთა ფოტოსურათები არსებული შეფასების სისტემის ფარგლებში შევიდნენ 2007 წლის დეკემბრის თვის საუკეთესო 50-ეულში.
14 იანვარი, 19:00: გამოფენის გახსნა. 15 იანვარი, 19:00–20:00: საუბარი ფოტოგრაფიაზე. წამყვანი – მაესტრო Guja. დასწრება – უფასოა. დეტალურად გაირჩევა მონაწილეების რამდენიმე ფოტო. მსურველებს ექნებათ საშუალება დაუსვან კითხვები მაესტროს 16, 17 იანვარი, 12:00–20:00: გამოფენა. 18 იანვარი, 20:00: გამოფენის დახურვა.
მისამართი: დეველოპერული კომპანი არსის საგამოფენო დარბაზი, ვაკის ეკლესიის უკან, თენგიზ აბულაძის ქუჩა №21
შეიტანეთ თქვენს განრიგში და ყველას გელოდებით გამოფენაზე ძველით ახალ წელს!
P.S. მონაწილე ფოტოების, ანუ - დეკემრბის თვის საუკეთესო ფოტოების ხილვა გალერეაში შესაძლებელი იქნება 15 იანვრიდან.
climber, კარგად გქონდა ის მომენტი გადაღებული რო წიპა მთა როგორი უზარმაზარი და "დიადია" ჩემს მეგობარს ვუთხარი რო ეს წივწივას მეგობრის გადაღებულია მეთქი და თურმე იქვე იდექი
და კიდე მარეხის სურათი კაი ძველი არაა? რამდენიმე წლის წინ მაქ ნანახი.