როგორც იცით ბოკეს 2007 წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენა რომელიც ჯეობარ 4-ში ჩატარდა საქველმოქმედო ხასიათის იყო... გამოფენის შემდგომ შეგროვილი თანხით შევიძინეთ საახალწლო საჩუქრები, ნაძვისხე ტკბილეულობა და 29 დეკემბერს დილით დუშეთისკენ გავემართეთ
ჩასვლისას ბავშვების პირველი სიხარული თოვლის ბაბუამ გამოიწვია:
სანამ ბავშვები თოვლის ბაბუასთან თამაშობდნენ, შოთამ და მალხაზიმ (შოთას თანამშრომელი) ნაძვის ხისათვის შესაფერისი ადგილი მოძებნეს და მისი აწყობა დაიწყეს:
აწყობის შემდეგ ბავშვები რთავენ ნაძვისხეს:
თოვლის ბაბუა ემზადება საჩუქრების დასარიგებლად:
უკომენტაროდ
აქ უკვე შოთა არიგებს საჩუქრებს, თოივლის ბაბუას შეენაცვლა ცოტა ხნით