IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით იგეგმება ფოტოკლუბი ბოკეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, რომლიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დუშეთის მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა სახლს "პირმისაანთკარი".
გამოფენაზე იგეგმება ბოკეს 2007 წლის საუკეთესო ფოტოსურათების წარდგენა. დღეისათვის სულ მიღებულია 40-მდე ფოტოსურათის საბეჭდი ვერსია. ფოტოების ავტორებს ვთხოვთ დააფიქსირონ საქველმოქმედო მიზნით გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის თანხმობა.
უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია გეგმავს საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას. გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო და არის გაგველამაზებინა ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ერთი სახლის ბავშვებისათვის მაინც. საგამოფენო დარბაზის გამოყოფის თხოვნით ჩვენ მივმართეთ არაერთი დარბაზის ხელმძღვანელობას. გამოფენის ბოლო წუთამდე ველოდით თანხმობას რომელიმე გალერეიდან. ერთადერთი, ვინც უსასყიდლოდ შემოგვთავაზა საგამოფენო დარბაზი, იყვნენ ჯეობარის წარმომადგენლები. აგრეთვე, მათ შეგვპირდნენ გაეშვათ დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის თაობაზე სატელევიზიო ანონსი, რაც მოიზიდავს დამატებით მნახველს და მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 18 დეკემბერს 16:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათისთვის. 19-დან 21 დეკემრბის ჩათვლით გამოფენა-გაყიდვა იმოქმედებს 16:00 საათიდან გვიან საღამომდე.
საგამოფენო დარბაზი მდებარეობს გორგასლის ქუჩა 3/2 (აბანოებთან).
ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ კლუბის წევრები გაგებით მოეკიდებიან და გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტთან მიმართებაში.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიზნიდან გამომდინარე, თითო ფოტოს ფასი ჩარჩოს გარეშე იყოს 50 ლარი. თქვენ რას ფიქრობთ?
ჯეობარი მთლად ვერ არის კარგი ადგილი, მაგრამ სხვა ფართის მოძიებაში მეც ვიყავი ჩართული და ფაქტიურად შეუძლებელია ამ წინა საახალწლო ციებ ცხელებაში რაიმე ფართის ნახვა, ბევრმა გვითხრა უარი. მთავარი ისაა რომ ჩვენი საქმით პატარებს გავახარებთ მე ყველაზე მეტად რაც მადარდებს გამოფენის გახსნის დროა, დიდი ალბათობაა იმისა რომ მე გმოფენის გახსნას ვერ დავესწრო იქნებ ცოტა საღამოსკენ გადმოვწიოთ დრო შოთა? თან მოწვეული სტუმრებისთვისაც უფრო კარგი იქნება, სამსახურის შემდეგ ბევრი მოვა უპრობლემოდ