დიახ! დიახ! ტრადიციას არ ვღალატობ და მარშუტს ვაფართოებ... მოკლედ ძალიან გრძელი დღე გამოდგა მაგრამ ლამაზი და დაუვიწყარი... ეხლა კონკრეტულად: შევიკრიბეთ 9:00 საათზე სპორტის სასახლესთან ზოგი ტრადიციებს არ ღალატობს და აგვიანებს! (რებეკა, ეთუშკი, გიორგი-გჯ) მახსოვს ვიღაცეები ამბობდნენ დაგვიანება არ დავინახოოო.... ამბობდა (რებეკა და გიორგი-გჯ).... უხ! მოკლედ 10 ბოკელი შევიკრიბეთ, ესენი არიან: leonsio, etushki, vaxtanga, Otar Ratiani, Rebecca, Sesili, giorgi-gj sopuna, mako-mako InvisibleM,
ხოდა პირველ რიგში საკვები ვიყიდეთ და გევეშურენით ანანურისკენ... მოვინახულეთ ანანურის ეკლესია, ჩავედით ჟინვალთან... ვიღეთ ფოტორბი, აქეთური იქეთური და გზა გავაგრძელეთ ციხისძირისკენ სადაც ჩვენი სუფრა უნდა გაშლილიყო, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივაგენით ერთ კარგ ადგილს... სადაც შედარებით გრილოდა, ხოდა მხეცებივით ვეცით საკვებს.... (გოგოებმა ივაჟკაცეს და იქვე სენდვიჩები დაამზადეს თუ როგორ ეგ სხვა საქმეა ) ხოდა კარგად დანაყრებულებმმა დავიწყეთ ფოტოების გადაღება... თუმცა ბევრი ისეთი არაფერი იყო გარშემო და მალევე მოვრჩით ... უცებ გამახსენდა რომ ჩვენს სოფოს გუშინ ვუთხარი რომ რაცხა ინვენტარები წამოეღო ხოდა გადმოვაწყე ყველაფერი რაც გვქონდა და გაიხსნა ფოტო სესია... #1 მოკლედ იქ ამბები იყო ამას ნახავთ ფოტოებში... ხო გული რომ ვიჯერეთ საათს დავხედე და სულ რაღაც 2 საათი შესრულებულიყო... ანუ დღე კიდევ წინ იყო... ხოდა მეთქი ეხლა ახალი მარშუტი იგეგმებათქო წილკანი, მაშინვე მარშუტკაში და ჰერი ჰერი... ხოდა ჩავედით წილკანში სადაც მაგარი სიგრილე დაგხვდა... იქაც დავბანაკდით ცოტახნით... ზოგი ერთ მხარეს წავიდა გადასაღებლად ზოგი მეორე მხარეს ხოდა ვიფოტოსესიავეთ იქაც გული ვიჯერეთ კარგად.... ხოდა ისევ დავბრუნდით დაშლის ადგილას და კვლავინდებურათ ავეწყეთ მოკლედ იქ ცოტა ვიმუსაიფეთ მწვადის სუნებში და სიგრილეში.. ხო პლიუს კოღობთან დავძმაკაცდით იმიტომ რომ არ გვიკმინეს კარგი იყო ყველაფერი მაგრამ სადღაც რაღაც გვაკლდა... უკვე 6:00 საათი გამხდარიყო... სახლში არავის უნდოდა ხოდა დაიბადა ახალი იდეა "მცხეთა!!!" ანუ ჯვარზე ასვლა გადავწყვიტეთ.. ხოდა ხელს რა შეგვიშლიდა ჩვენ გიჟებს და დავადექით მცხეთის გზას... (მართალია მარშუტკაში ზოგს აკიმარებდა მაგრამ არაუშავს გამოვაფხიზლეთ ) ხოდა ავედით ჯვარზე სადაც ისეთ ქარი იყო დაჟე მეც წამიღო იქ დატრიალდა ფოტო სესია აი მართლა არ გენახოთ.. ფრენები, მატრიცები, ჩაცმები და გახდები რავიცი, მოკლედ ერთი ამბავი იყო რა!!! ასე დასრულდა ეს ლამაზი და მშვენი დღე...
ეხ ძალიან გული დამწყდა რომ მაინც მალე მოგვიწია ჩამოსვლა კიდევ მინდოდა მაგრამ... მაგარი იყო რა მართლა ძალიან ძალიან მაგარი!!!! უფ ვისიამუვნე, გავგრილდი და კარგი ფოტო მასალა დავაგროვე პირადად მე!!! ხოდა ერთი სიტყვით სიამუვნებით დავიღალეთ ყველა!!!