რეპორტჯი უფლისციხედიან, პირველ რიგში გადმოწერეთ ეს ვიდეო, რომელიც pantazi-ამ გადაიღო დაა დაამონტაჟა კიდევაც, მე პირადად ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე, სამახსოვრო კადრებია VIDEO
ჰო კიდევ მადლობა შოთას რომ არა ის, ალბათ ეს ფორუმიც არ იარსებებდა და ჩვენც ვერ მოვახერხებდით ერთმანეთის გაცნობას და შეკრებას ესეც ჩვენი კლუბის პრეზიდენტი თავის მეუღლესთან ერთად:
უფლისციხეში წასვლის იდეა sabai-ს ეკუთვნოდა, მაგრამ თვითონ სად გაქრა დღემდე უცნობია ჩემთვის, მოკლედ მუდმივად მაოცებს ხალხი....
ესეიგი ქართველების გადამდები სენი, დაგვიანება მეც გადამედო და ამჯერადაც დავაგვიანე, ჯერ კიდევ შუა ძილში ვიყავი, როცა არჩიგიო დილის 8-ის ნახევარზე, ავტოსადგურზე "მარშუტკას" ეძებდა როდესაც მივედი არჩიგიოს უკვე მოეყვანა მარშუტკა და ხალხი მე მიცდიდა, ბულიამ ჩემი დაგვიანების რეკორდი მოხსნა და 10 საათისთვის მოვიდა შევგროვდით 14 კაცამდე დაახლოებით . ავკრიბეთ ფული და ნაწილი პროდუქტების შესაძენად წავიდა, ნაწილი კიდევ მარშუტკასთან დავრჩით... დარჩენილებმა დავიწყეთ ფიქრი ვინ გაგვეღვიძებინა იმ დილაუთენია და კიდევ ვინ წაგვეყვანა თან, პირველი შომი გამახსენდა, მარა ვერ გავბედე დამერეკა და გამეღვიძებინა, მაინც დედისერთა ვარ და შარს მოვერიდე ბოლოს აკაკიარჩს ეყო გამბედაობა დაერეკა და გაეღვიძებინა, რამოდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა მოვახერხეთ შომის გაღვიძებაც, რომელიც წამოსვლაზეც დაგვთანმხდა და რო არა შომი ალბათ ასეთ მაგარ დროს ვერც გავატარებდით
შევიძინეთ ყველა საჭირო პროდუქტი და უფლისციხისკენ გავემართეთ, მგზავრობის მომენტები და სხვა დანარჩენიც, ზემოთ მოცემულ ვიდეოშია გადაღებული
თითქმის ყველა ვიყავით ნამყოფი სკოლიდან უფლისციხეში, მაგრამ არცერთს არ გვახსოვდა
ესეც უფლისციხე, მართლაც ულამაზესი ადგილია
ესეც ციხის ტერიტორიაზე არსებული ნანგრევები:
აგერ უკვე ფანტაზია ვიდეოს იღებს
აქ კი მე და შომი ვსაუბრობთ
დამთვალიერებლები და ტურისტები იყვნენ უამრავი, ცოტა ვიპაპარაცე, არამგონია ამ გოგოს ეწყინოს ფოტოსატზე მოხვედრა, თუმცა ვინ იცის...