რეპორტჯი უფლისციხედიან, პირველ რიგში გადმოწერეთ ეს ვიდეო, რომელიც pantazi-ამ გადაიღო დაა დაამონტაჟა კიდევაც, მე პირადად ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე, სამახსოვრო კადრებიაVIDEO
ჰო კიდევ მადლობა შოთას რომ არა ის, ალბათ ეს ფორუმიც არ იარსებებდა და ჩვენც ვერ მოვახერხებდით ერთმანეთის გაცნობას და შეკრებას ესეც ჩვენი კლუბის პრეზიდენტი თავის მეუღლესთან ერთად:
უფლისციხეში წასვლის იდეა sabai-ს ეკუთვნოდა, მაგრამ თვითონ სად გაქრა დღემდე უცნობია ჩემთვის, მოკლედ მუდმივად მაოცებს ხალხი....
ესეიგი ქართველების გადამდები სენი, დაგვიანება მეც გადამედო და ამჯერადაც დავაგვიანე, ჯერ კიდევ შუა ძილში ვიყავი, როცა არჩიგიო დილის 8-ის ნახევარზე, ავტოსადგურზე "მარშუტკას" ეძებდა როდესაც მივედი არჩიგიოს უკვე მოეყვანა მარშუტკა და ხალხი მე მიცდიდა, ბულიამ ჩემი დაგვიანების რეკორდი მოხსნა და 10 საათისთვის მოვიდა შევგროვდით 14 კაცამდე დაახლოებით . ავკრიბეთ ფული და ნაწილი პროდუქტების შესაძენად წავიდა, ნაწილი კიდევ მარშუტკასთან დავრჩით... დარჩენილებმა დავიწყეთ ფიქრი ვინ გაგვეღვიძებინა იმ დილაუთენია და კიდევ ვინ წაგვეყვანა თან, პირველი შომი გამახსენდა, მარა ვერ გავბედე დამერეკა და გამეღვიძებინა, მაინც დედისერთა ვარ და შარს მოვერიდე ბოლოს აკაკიარჩს ეყო გამბედაობა დაერეკა და გაეღვიძებინა, რამოდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა მოვახერხეთ შომის გაღვიძებაც, რომელიც წამოსვლაზეც დაგვთანმხდა და რო არა შომი ალბათ ასეთ მაგარ დროს ვერც გავატარებდით
შევიძინეთ ყველა საჭირო პროდუქტი და უფლისციხისკენ გავემართეთ, მგზავრობის მომენტები და სხვა დანარჩენიც, ზემოთ მოცემულ ვიდეოშია გადაღებული
თითქმის ყველა ვიყავით ნამყოფი სკოლიდან უფლისციხეში, მაგრამ არცერთს არ გვახსოვდა
ესეც უფლისციხე, მართლაც ულამაზესი ადგილია
ესეც ციხის ტერიტორიაზე არსებული ნანგრევები:
აგერ უკვე ფანტაზია ვიდეოს იღებს
აქ კი მე და შომი ვსაუბრობთ
დამთვალიერებლები და ტურისტები იყვნენ უამრავი, ცოტა ვიპაპარაცე, არამგონია ამ გოგოს ეწყინოს ფოტოსატზე მოხვედრა, თუმცა ვინ იცის...
აქ უკვე შომი გაიჭრა წინ ბურთით და გოლის გატანაც მოახერხა:
ესეც აკაკი ბურთით:
ისევ და ისევ არჩიგიო
-------
თამაშის დამთავრების შემდეგ, როგორც იქნა ცოტა ვჭამე, მერე მწვადის შეწვაც გადავწყვიტეთ.
მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის მსგავსიც კი არაფერი იყო რომ მწვადი შეგვეწვა და შეშის ყიდვაც მოგვიწია... მოგვყიდეს ნედლი, სველი შეშა რომელსაც ცეცხლი არ ეკიდებოდა, იმდენად სველი იყო მწვადის გარეშე ვრჩებოდით და მდინარისკენ წავედი შეშის საძებნელად, გზად ვერაფერი ვნახე, ხის მსგავსიც არაფერი ეგდო, სპეციალურად იყო აკრეფილი შეშა რომ გაყიდვოდათ... ის უყო უკან დაბრუნებას ვაპირებდი რომ დავინახე იქვე მცხოვრები გლეხი შეშას ჭრიდა ცოტა შეშა ვთხოვე, ავუხსნი რომ სველი შეშა მოგვყიდეს და მშივრები ვრჩებოდით... იმ გლეხის მადლობლები უნდა ვიყოთ იმ დღეს რომ მწვადის ჭამა მოვახერხეთ
აქ კი უკვე მე ვწვავ მწვადს:
ჰო უკმაყოფილო არავინ დარჩენილა ყველას ძალიან მოეყონა:
ეს კი უკვე ჩვენ აპარატებით, მომდევნო ფოტოებს უკომენტაროდ დავდებ