მეგობრებო და კოლეგებო ჩანასახშია და მალე დაიბადება http://www.istockphoto.com -ს და სხვა მსგავსი საიტის ტიპის ქართული ანალოგი, სადაც პროფესიონალები და მოყვარულები შეძლებენ თავიანთი ნამუშევრების განთავსებას, გასაყიდად გამოფენას, საუბრისას გამოითქვა აზრი, რომ ფოტოგრაფმა თვითონ დაადოს ფასი ნამუშევარს, ან საიტის ადმინისტრაციამ თვითონ შემოიღოს თანხობრივი შეფასების სისტემა... ვფიქრობ გასათვალისწინებელი იქნება თქვენი აზრიც... აქ დავპოსტოთ ან PM-შიც შეიძლება
იდეა მშვენიერია, მივესალმები, ბევრი ლამაზი და კარგი ფოტო განთავსდება.
მაგრამ დამაინტერესა ამ ფაქტმა საიტის ადმინისტრაციამ როგორ და რა ნაირად უნდა შეაფასოს ფოტო და დაუდოს ფასი თვითონ. მემგონი ჯობს ისევ ფოტოგრაფმა დაადოს ფასი. Added @ იდეა მშვენიერია, მივესალმები, ბევრი ლამაზი და კარგი ფოტო განთავსდება.
მაგრამ დამაინტერესა ამ ფაქტმა საიტის ადმინისტრაციამ როგორ და რა ნაირად უნდა შეაფასოს ფოტო და დაუდოს ფასი თვითონ. მემგონი ჯობს ისევ ფოტოგრაფმა დაადოს ფასი.
არასდროს არ მიცდია გაყიდვა და ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს რას ნიშნავს გაყიდვა, მაგალითად ერთი ფოტოს ორჯერ გაყიდვა შეიძლება? თუ რომ გავყიდი ის ჩემი აღარაა. ან ელექტრონული ვერსია იყიდება თუ დაბეჭდილი?
მსგავსი საიტები არის მათთვის ვინც ქმნის და ყიდის თავის ნამუშევრებს, და მათთვისაც ვისაც სურს შეადარებით მარტივად ქონდეს წვდომა და შეძენა ამ ნამუშევრებზე
დანარჩენს რაც შეეხება ერთი და იგივე ფოტოს გაყიდვა ავტორის მიერ რამოდენიმეჯერ შესაძლებელია, თუ ის ექსკლუზიურად არაა შექმნილი დამკვეთის მიერ... და საავტორო უფლებას არავინ არავის ართმევს
1. გაყიდო ერთჯერადად წიგნში, ჟურნალში ან გაზეთში დაბეჭდვის მიზნით 2. გაყიდო სარეკლამოდ (რაც ნიშნავს რომ იმას ვეღარ გაყიდო მეორედ) 3. გაყიდო ექსკლუზივი (რაც ყოველთვის ბევრად მეტი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი ნაწარმი) ანუ გაყიდო ფოტოს განთავსების უფლება, თუ ვინმე იყიდის ექსკლუვივს მას აქვს უფლება ეგ ფოტო წაგაშლევინოს ყველა საიტიდან და მეორედ მას ვერავის ვერსად ვერ მიჰყიდი, ის ფოტო უკვე მყიდველის საკუთრებაა 4. გაყიდო საიტზე განსათავასებლად 5. გაყიდო სახლის ინტერიერის გასაფორმებლად
გარდა მესამე პუნქტისა ყველა სხვა შემთხვევაში შეგიძლია ფოტო რამდენჯერმე გაყიდო
ინტერნეტში ძალიან ბევრი საიტია, სადაც ხდება მსგავსი ტიპის ოპერაციების ჩატარება, მხედველობაში მაქვს ნამუშევრების , ფოტოების ხელ. ნიმუშების ყიდვა-გაყიდვა... იდეა ნამდვილად მოსაწონია.. რაც შეეხება ფასებს, მაგას თვითონ ბაზარი დაარეგულირებს, ძვირი თუ იქნება მალე არ გაიყიდება... შესაბამისად ფასის დამდები განსაზღვრავს დააკლოს თუ მოუმატოს ფასები.... Added @ სურათი გასაყიდი შეიძლება არ დარჩეს, ყველას თავისი დონის მყიდველი ჰყავს....