BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
კონკურსის სპონსორი და ფოტოკლუბის პარტნიორი არის:
Bagrationi 1882
6 გვერდი  1 2 3 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტოკონკურსი "ბაგრატიონი", შამპანურის მოხმარების ტრადიცია საქართველოში

| |
Shota Megrelishvili
post Feb 20 2008, 17:16
#1 
Club Founder

Photographer Photographer
7,124



ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882" (www.bagrationi.ge) ფოტოკლუბი ბოკეს მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს!

20 თებერვლიდან 20 მარტამდე განათავსეთ საკონკურსო გალერეაში საქართველოში ცქრიალა ღვინოების (შამპანურის) მოხმარების ტრადიციების ამსახველი ფოტოსურათი და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი:
I-ლი ადგილი: 300 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
II-ე ადგილი: 200 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
III-ე ადგილი: 100 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"

საკონკურსო გალერეაში განათავსეთ შემდეგი თემატიკის ფოტო:
- შამპანურით ქორწილის აღნიშვნა;
- დაბადების დღის აღნიშვნა შამპანურით;
- საახალწლო ღამეს აუცილებელი სასმელი - შამპანური;
- რომანტიული საღამო... წყვილი... და ცქრიალა ღვინო...
- ბავშვის დაბადების აღნიშვნა შამპანურით;
- ტრადიციული ქეიფი შამპანურით;
- ცქრიალა ღვინო და ხილის დუეტი;
- შამპანური და ტკბილეულობა;
- შამპანური, როგორც აუცილებელი სასმელი სხვადასხვა ღონისძიებაზე და წვეულებაზე;
- როდესაც იმარჯვებ...
- შამპანური პრეზენტაციებზე;
- ფურშეტზე;
- და სხვა ღირსშესანიშნავ მომენტებში შამპანური, როგორც შეუდარებელი სასმელი.

საკონკურსო გალერეაში ფოტოსურათების განთავსება შესაძლებელია, როგორც არსებული ლიმიტების ფარგლებში, ასევე, შეძენილი ლიმიტის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Event Manager, Moderator.
ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.

20 მარტს, 21:00 საათზე, საიტზე მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები), რომლებიც დაჯილდოვდებიან ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882"-ს მიერ.

პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა - "ბაგრატიონი 1882"-მა ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.

ფოტოების მიღება შეწყდება 20 მარტის 10:00 საათზე სპეციალურ გალერეაში:
ფოტოკონკურსი "ბაგრატიონი"

მოიმარჯვეთ ფოტოკამერები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონით"!
user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Feb 20 2008, 17:39
#2 

Photographer Photographer
8,572


მონტაჟი ხო მოსულა? DDDD.gif

ოღონდ ისეთი ვერავინ რომ ვერ მიხვდეს DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Feb 20 2008, 17:42
#3 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


archigio,
ფაილი უნდა გიწყობდეს ხელს, რომ მერე დიდ ზომაზე დაბეჭდო.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
M I N I
post Feb 20 2008, 17:43
#4 

Amateur+ Amateur+
33,956


საინტერესო და სასიამოვნო smile.gif

პრიზები განსაკუთრებით smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
sabai
post Feb 20 2008, 17:44
#5 

Photographer Photographer
4,046


იიფ იიფ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Feb 20 2008, 17:45
#6 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


უი მე მაქვს გადაღებული ჩემს სამსახურში პრეზენტაცია ზუსტად ბაგრატიონის თანხლებით DDDD.gif
და კიდევ 1 კადრში ჩანს ბაგრატიონის ყუთები
გამოდგება ნეტა? DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Feb 20 2008, 17:46
#7 

Photographer Photographer
8,572


Shota Megrelishvili,

რათქმაუნდა DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 20 2008, 18:29
#8 
Club Founder

Master Master
14,574


ხალხო , შოთAს გამორჩAააააააა

გამარჯვებულებთან წილში ვარ ორ ბოთლშიიიიი lol.gif lol.gif lol.gif

რომელიც დაილევა ჩვენთAნ სტუდიაში გამარჯვებულებთAნ ერთAაააად lol.gif lol.gif lol.gif

აბა თქვენ იცით, სმა კი გიყვარიენ და ახლა თლა ნამეტანი მთვრალებმა არ გადაიღოთ ფოტოები, სერიოზულად მიუდექით, მითუფრო რო მშვენიერი პრიზებია

მე ყველა შემთხვევაში ვიმარჯვებ lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nicalagua
post Feb 20 2008, 19:33
#9 

Amateur+ Amateur+
6,149


ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ ბიძია-ბაბუებო და ისეთი ამინდია, რომ მართლა სახლში თუ გადავიღებდი რამეს და კაი იდეა ჩამაწვეთა ამ კონკურსმა smile.gif
და თუ სამეულში მოვხვდი ის ყუთი ცქრიალა ღვინო ბოკეს გამოფენის გახსნისთვის მისახსოვრებია ორი ბოთლის გამოკლებით DDDD.gif
ხოდა მიბალეშიკეთ ყველამ ეხლა lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Feb 20 2008, 19:57
#10 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


იგორი ანუ zmiy ალბათ რომელიმეს მიიღებს



აბა ვნახოთ თუ მოვახერხე




წარმატებები ყველას!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
M I N I
post Feb 20 2008, 20:25
#11 

Amateur+ Amateur+
33,956


ბატონო Guja მე თუ გავიმარჯვე ყველა თქვენ ოფისში დაილევა smile.gif

მაგრამ გამარჯვების იმედი ნამდვილად არ მაქვს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Feb 20 2008, 20:30
#12 

Amateur+ Amateur+
3,330


ეეე გავიმარჯვო და ზევიდან კიდევ ერთ ყუთს ვიკისრებ DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Added @
ეეე გავიმარჯვო და ზევიდან კიდევ ერთ ყუთს ვიკისრებ DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tamri
post Feb 20 2008, 21:21
#13 

Amateur+ Amateur+
6,357


angel.gif

ერთი ბოთლი მაქვს სახლში
უნდა ვცადო გადაღება ისე რომ ბოთლი და სახლი არ გავაფუჭო lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
a_lesh_a
post Feb 20 2008, 21:32
#14 
Unregistered





და ვთქვათ და გავიმარჯვე...ჩემი ფოტო მერე შეიძლება გამოყენებული იყოს ბაგრატიონის მიერ? ამის შესახებ ვერ ვნახე ვერაფერი...
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Leonsio
post Feb 20 2008, 21:54
#15 

Amateur+ Amateur+
5,652


a_lesh_a,

QUOTE
პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vanikooo
post Feb 20 2008, 22:00
#16 

Amateur Amateur
1,569


ვაა კარგი კონკურსია. თუ მოვიგე ყველანი ჩემთან DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gigaqiziyeli
post Feb 20 2008, 22:28
#17 

NewBie NewBie
429


მე ვაპირებ ამ კონკურსის მინიმუმ პრიზიორობას მაქსიმუმ მოგებას. რა თქმა უნდა ჩემს პროფესიონალ ქ/ბ მაკუკუს დახმარებით photoaparati-patara-sharpit.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dave
post Feb 20 2008, 22:35
#18 

Amateur+ Amateur+
1,182


ნატურმორტი შეიძლება?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tandila
post Feb 20 2008, 23:19
#19 

Photographer Photographer
6,717


ჩემი საყვარელი კატეგორიაა გამორჩენილი
ცხელი ზაფხულის პახმელიაზე, ცივი საზამთრო და შამპამიური DDDD.gif
მოდელი ვექნები, ვიცი როგურ კეთდება
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
chr4mk
post Feb 20 2008, 23:31
#20 

Amateur Amateur
371


ხო , zmiy-ზე და a_lesh_a-ზე მეც ვიფიქრე )
ვუბალელშიკებ ორივეს !
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
stringer
post Feb 20 2008, 23:43
#21 

Amateur Amateur
3,660


ფოტოს დადება მინდა,ლიმიტი არ გაქვსო,აუცილებლად 3 დღეში ერთხელ ერთი საკონკურსო ფოტო უნდა დავდო,ბატონო ადმინისტრაცია? DDDD.gif უსამართლობა ხომ არაა? smile.gif ლიმიტი მოგვეცით,გვაცალეთ,ბატონო,გვაცალეთ!! რა იცით რას ვდებთ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tarkhan Gasviani
post Feb 21 2008, 04:24
#22 

Amateur+ Amateur+
5,318


საინტერესოა....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Feb 21 2008, 10:22
#23 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


stringer,
თუ ლიმიტი არ გაქვთ, -->5011 და პრობლემაც მოიხსნება wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Zura Kartvelishvili
post Feb 21 2008, 12:03
#24 

Amateur+ Amateur+
2,112


სარეკლამო ფოტო შეიძლება?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Feb 21 2008, 12:06
#25 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


Zura Kartvelishvili,
ანუ, რომელიმე პროდუქტის არსებული სარეკლამო ფოტო?

კონკურსის მიზანი არის გამოავლინოს "ბაგრატიონი 1882"-ისთვის მისაღები სარეკლამო ფოტო(ები).
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Zura Kartvelishvili
post Feb 21 2008, 12:14
#26 

Amateur+ Amateur+
2,112


გასაგებია : )

ავტორები ანონიმური იქნება?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Feb 21 2008, 12:16
#27 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


Zura Kartvelishvili,
არა, ანონიმურობის საჭიროება ამ შემთხვევაში არ არის.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 21 2008, 13:01
#28 
Club Founder

Master Master
14,574


tandila,
კაცო საქართველოში შუშხუნა ღვინოების მოხმარების კულტურაზეა
და რა პახმელია არ ითვლება მოხმარების კულტურაში?


ხალხო კარგად გაიაზრეთ ამოცანა

ბაგრატიონს სურს იხილოს ფოტოები სადაც შუშხუნა ღვინოების მოხმარების ვარიანტებია, თუნდაც უცნაური, არადა საქართველოში ნამეტანი ბევრი მასალაა სამაგისო ევროპისგან განსხვავებით.
ხოდა ამოცანაც ეგ არის, ვაჩვენოთ ის განსხვავებები და ჩვენში შამპანიურის მირთმევის თავისებურებანი.

მიდით მიდით, კაი ხანია სტუდიაში ქეიფი არ ყოფილა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif

Added @
stringer,
დასალევი არ დადო ბიჭო, ჩემთAნ მოიტანე და სიუჟეტიც გაიჩითEბა
DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
SOPUSHKA
post Feb 21 2008, 17:18
#29 

NewBie NewBie
546


მე მაქ ბაგრატიონის ყველა პრეზენტაციის ფოტოები და მე მოვიგეეეეებ DDDD.gif photoaparati-patara-sharpit.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
SOPUSHKA
post Feb 21 2008, 19:58
#30 

NewBie NewBie
546


ვერ ავტვირთე ფოტო ესაა საქეეე? angry.gif
Added @
angry.gif angry.gif angry.gif angry.gif angry.gif angry.gif რა უბედურებააააა?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 9th November 2024 - 21:55

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'