BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> Digital RF ანუ მომცრო ბიჭები დიდი ... გულით, :):):) ახალი ნიშაა, ეკუთვნის თემა

| |
Raulito
post May 13 2010, 11:24
#1 

Master Master
2,310


არაა დიდი ხანი რაც ოლიმპუსმა გაისროლა პირველი ციფრული პენ-ი, მერე პანასონიკი მიჰყვა. ის კი არა უკვე მე-2 სერიაც გამოფინეს მზეზე. იქ ლაიკამ დააძახა, რაღას 4/3 ფორმატიო, აჰაა და ბარემ არასრულ-მატრიციანი სარკე-შუშაბანდიანი კამერის ზომა გული ჩავუდოთო (ნუ, დააფასა კიდეც როგორც იცის ხოლმე მაგ ფინთმა მაგან!).

ამ ყოლიფერმა შენ უყურე და კაი გნიასი გამოიწვია ფოტო-ამქარში. მითამ ახალი ნიშა-ნიკორა სჩითამსო ?- გაუბედა და იკითხა ზოგმა. არაო, სანამ ბობოლები არ გაერევიანო მაგ საქმეშიო, მანამ არც იფიქროთო. საინტერესო კი არის, დორბლმდენიც კიო, განსაკუთრებით ეს საყვარელი რეტრო სტაილინგიო.

მოკლედ, გამოხდა ხანი და პირველი ბობოლაც გამოკუსკუსდა ასპარეზზე. ეხლა, აქ ნუ დავიწყებთ ეგ რა ბობოლააო, ეგ გუშინდელი გამოჩეკილი ბახალაო, ესაო ისაო - გუშინდელია თუ დღევანდელი, იმფერი ლაჯით შემოვიდა ამქარში რო არ იქნება მაგის ისა, რა ჰქვია, ჰო, იგნორირება. სონი-ზე ვამბობ რაღა.. ჰოდა აი, ამოიღო და დადო . თან ერთი კი არა ორი დადო: "ნექს-5" და "ნექს-3":

http://www.dpreview.com/previews/sonynex5/

ეხლა დიდი ქოთ-ქოთია - ადრეც კი იყო ისე, ჩვენში დარჩეს - ქენონა და ნიკორა თუ ხარშამენ ჩუმად ძვლიანსაო თავის ლაბარატორიებში. გულფანცქალა ფოტოჯეელობა ამბობს რომა არ იქნება რო არა შვრებოდნენო. რავი, მეც ეგრე მგონია - ძაან პრაქტიკული რამეა და ვერ წაუვლენ. თანაც ფული ხო უყვართ არა? მაშ როგორ?! მე პირადად რაღაი ქენონიანებში ვწერივარ, ველოდები, თან სული მიკაწკაწებს, ძაან თუ გასჭიმჭიანურეს ამათ, მანამდე ხომ არ ჩავბღუჯო ოლიკო ბიცოლა-თქო...

ჰოდა ეგრე. ეს ამდენი იმიტომა, რომა ერთი თემა კი ეკუთვნის ამ ახალ ციფრულ რეინჯფაინდერულ ჯეელებსა და გავხსნათ რაღა... და დავყაროთ ინფოები, ტესტები და თუ ვინმემ გაუბედეთ და იყიდეთ უკვე, თქვენი შეფასება-ჰაზრებიც არ დაამადლოთ ბოკესა.

იხარეთ და იმრავლეთ ამ გაგანია მაისში. ჩემკენ ცხელა, რა ვქნა. smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post May 13 2010, 11:34
#2 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


ეს ტექსტი მაგ საიტიდან გადმოაქართულე? DDDD.gif DDDD.gif







მართლა მაგარ ვიდზეა ეს ოხერი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post May 13 2010, 11:50
#3 

Master Master
2,310


ვიდი სწორედ რომ არ მომწონს სონიასი - ოლიკო მირჩევნია და რაც მეტად ემგვანება კლასიკურ ფოდიუსსა, ენგრეთი. იმედია ქენონი როგორც მინიმუმ G სერიის გარეგნობას შეინარჩუნებს...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post May 13 2010, 14:10
#4 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


ხოო ეს გემოვნების ამბავია.

სანამ ხელში არ დავიჭეერ მანამ მაინც ვერაფერს ვიტყვი

ვისაც ექნება მაგის საშუალება იქნებ გაგვიზიაროს განცდები..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post May 13 2010, 14:37
#5 

Amateur Amateur
839


ვნახე ინფორმაცია, მადლობა. smile.gif
შეფასება ჯერ რთულია, დრო გვაჩვენებს როგორი კამერაა. smile.gif
მე, ჩემი მხრივ, დიდად არ მხიბლავენ ამ ტიპის აპარატები. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
toricheli77
post May 13 2010, 16:50
#6 

Amateur+ Amateur+
1,993


რა კარგი რამეა

ახალი ერა დაიწყო ფოტოგრაფიულ ტექნიკაში და საინტერესოა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mishka Ramishvili
post May 13 2010, 19:09
#7 

Amateur Amateur
3,976


სიანმოვნებით ჩავიგდებდი ჩანთის რომელიმე "პატარა" ჯიბეში smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
toricheli77
post May 13 2010, 19:32
#8 

Amateur+ Amateur+
1,993


CMOS Sensor
იქნებ ვინმემ ამიხსნათ რას ნიშნავს
მართალია თემასთან არააქ კავშირი მაგრამ მაინც!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post May 13 2010, 20:52
#9 

Amateur Amateur
839


QUOTE(toricheli77 @ May 13 2010, 20:32)
CMOS Sensor
იქნებ ვინმემ ამიხსნათ რას ნიშნავს
მართალია თემასთან არააქ კავშირი მაგრამ მაინც!!!
*



ციფრული ფოტო-აპარატის მატრიცის ტიპია. არსებობს სულ ორი: CCD - charge-coupled
device და CMOS - pronounced see-moss . ორივეს ფუნქციაა სინათლის ელექტრონებად გარდაქმნა. სავარაუდოდ, CMOS უმჯობესია, ვინაიდან ახალი SLR-ების უმეტესობა სულ ზემოაღნიშნული სენსორით გამოდის.

აი საკმაოდ საინტერესო სტატიაა მაგ თემაზე. smile.gif

http://electronics.howstuffworks.com/camer...question362.htm
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
jafara12345
post May 13 2010, 22:37
#10 

Amateur Amateur
181


QUOTE(DaNi @ May 13 2010, 20:52)
ციფრული ფოტო-აპარატის მატრიცის ტიპია. არსებობს სულ ორი: CCD - charge-coupled
device და CMOS - pronounced see-moss . ორივეს ფუნქციაა სინათლის ელექტრონებად გარდაქმნა. სავარაუდოდ, CMOS უმჯობესია, ვინაიდან ახალი SLR-ების უმეტესობა სულ ზემოაღნიშნული სენსორით გამოდის.

აი საკმაოდ საინტერესო სტატიაა მაგ თემაზე. smile.gif

http://electronics.howstuffworks.com/camer...question362.htm




*




ხარისხით CCD ჯობია, უბრალოდ CMOS წარმოება უფრო იაფი ჯდება. მაგალითისთვის Leica M9 და Hasselblad H4D ორივეს CCD მატრიცები აქვთ

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post May 13 2010, 23:09
#11 

Amateur Amateur
839


QUOTE(jafara12345 @ May 13 2010, 23:37)
ხარისხით  CCD ჯობია, უბრალოდ CMOS წარმოება უფრო იაფი ჯდება. მაგალითისთვის Leica M9 და Hasselblad H4D ორივეს CCD მატრიცები აქვთ
*



მადლობა. smile.gif

მაღალ ISO-ზე კი CMOS ჯობნის. smile.gif

For those of us that are mostly shooting at night or in low light conditions, I found out that a CCD can be most noisy. At least, the CMOS does a better job at it.
As I currently shoot with a Nikon D50 I am constantly in need of shooting at ISO 1600. Allthough one can get rid of the noise in Photoshop, I am of the impression that it is better to get straight out of the camera lower noise than to mess around with it in post-processing.
From what I've seen and read on the net, the Canon's CMOS does a much better job than my Nikon's CCD. I was wondering, which sensor would you prefer on you camera, as I would definetely love to see a CMOS on my (future) Nikon.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
toricheli77
post May 14 2010, 00:33
#12 

Amateur+ Amateur+
1,993


ზუსტად მაგ მიტივით ვიკითხე
რადგან მ8 , მ9 CCD sensor ითაა

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post May 14 2010, 20:10
#13 

Amateur Amateur
839


QUOTE(toricheli77 @ May 14 2010, 01:33)
ზუსტად მაგ მიტივით ვიკითხე
რადგან მ8 , მ9 CCD sensor ითაა
*



მანდ, თვითონ სენსორის დამზადების ტექნოლოგიაშიც დიდი სხვაობაა. სწორედ ამ ფაქტით აიხსნება ორად გაყოფაც. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post May 14 2010, 23:11
#14 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


არანაირი ახალი ერა არ დაწყებულა,რა ნაგავი სენსორებიც იყო იგივე ნაგავი სენსორებია ეხლაც უბრალოდ შედარებით პატარა ბოდებში DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
toricheli77
post May 14 2010, 23:23
#15 

Amateur+ Amateur+
1,993


http://it.leica-camera.com/photography/compact_cameras/x1/

ესეც სავარაუდოდ მაგ კატეგორიებში გადის
ნაგავი რამდენად უნდა იყოს ეგ ნამდვილად არ ვიცი ...
არადა ფასი ისეთი ადევს ....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post May 15 2010, 12:30
#16 

Amateur Amateur
839


QUOTE(Giorgi Janibegashvili @ May 15 2010, 00:11)
არანაირი ახალი ერა არ დაწყებულა,რა ნაგავი სენსორებიც იყო იგივე ნაგავი სენსორებია ეხლაც უბრალოდ შედარებით პატარა ბოდებში DDDD.gif
*



ვეთანხმები, არ მომწონს ამ ტიპის კამერები. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post May 15 2010, 14:34
#17 

Photographer Photographer
8,492


ამ ტიპის კამერის ხიბლი არის დიდი მატრიცა ზომით პატარა ბოდიში და ეგრევე აზრს კარგავს თუ დიდი ზუმ ობიექტივები უყენია იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ცოტა უფრო პატარაა ოლიმპუსის ზოგ სარკულ კამერაზე რომელიც ამათზე უფრო მოსახერხებელი და იაფია. ასეთ კამერას აზრი აქვს პატარა ნორმალური ფიქს ლინზით 40-50 მმ ის ექვივალნტური რომ იყოს და დაიფრაგმაც 1.4 ან 1.7 ზე მეტი არაა სასურველი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tandila
post May 15 2010, 19:15
#18 

Photographer Photographer
6,717


მე არ მომწონს რომ ოპტიკური სამიზნეები გააქრეს
მარკეტინგის დედაც, ამდენი ფული გადაიხადო და ფაინდერი ცალკე იყიდო?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Sep 20 2010, 11:20
#19 

Master Master
2,310


აჰა, ბატონებო, ვისაც რეტრო და ვინტიჯ სტაილი გ(ვ)იყვარს: ფუჯიმაც დადო აპს-მატრიციანი მოდელი X100.

http://www.dpreview.com/news/1009/10091910fujifilmx100.asp




პ.ს. ქენონ, შე ფარჩაკო, დადე ამ კლასში კამერა! დადე-მეთქი! ნუ გაა-G12-ე საქმე რა!


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Jan 10 2012, 14:30
#20 

Master Master
2,310


სიახლეებიც წამოვიდა! ქენონმა დააგდო G1 X, თითქმის APS-C ზომის მატრიცით (ეს თითქმის რაღა იყო, ვერ გავიგე მე ამათი sad.gif ). ლინზა ჩადუღაბებულია, არ ეცვლება. ფასი G სერიის ტიპიურ ფარგლებში.

http://www.dpreview.com/previews/canong1x/page2.asp

და სერიოზული ბომბა ფუჯისგან! Fujifilm X-Pro1.

APS-C მატრიცა ახალი ტექნოლოგიით, ფუჯის თანახმად ბაიერის ბადეს რომ აბანძებს, ისეთი და ფულ-ფრეიმს უტოლდება ხარისხით (AA ფილტრი ამოღებულია საერთოდ).
სამი ლინზით და მეტის დაპირებებით. ფასი იკბინება - 1700 მარტო ტანი. smile.gif
თუ ხარისხი მართლა ისეთია, როგორც ფუჯი იმუქრება, ფაქტიურად თანამედროვე კლასიკა შეუქმნიათ და მინდააააა!

http://www.dpreview.com/previews/fujifilmxpro1/
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Jan 10 2012, 21:25
#21 

Amateur Amateur
1,402


Raulito,

კარგი რამე დადო ქენონმა G1 x ის სახით, მარა მე რაც ახალ G სერიაში მომწონდა ერთ-ერთი ის იყო, რომ მაკროს დაფოკუსება 1 სანტიმეტრიდან შეეძლო, ანუ დავიუშვად პატარა ყვავილებზე კაი კომპოზიციის აგება შეიძლებოდა
ეს G1 X კიდე 20 სანტიმეტრიდან აფოკუსებს მინიმუმ, მართალია 112 მილიმეტრის ექვივალენტიდან, მაგრამ მაინც ცუდია მაკროსთვის......
და ყველაზე ძაან ზუსტად მაკროს ცუდი შედეგი არ მომწონს დიდი მატრიციან კომპაქტებში smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Jan 11 2012, 11:19
#22 

Master Master
2,310


wrangler,

სპეციფიური ტიპის ფოტოგრაფიისთვის სპეციფიური მონაცემების კამერა/ლინზებია გამოსავალი, რას იზამ. მაკროში განათებაც სხვა თემაა და სხვა პრიჩინდალები არსებობს.

ფუჯი სერიოზულ რამეებს დებს და მაგარია. დაველოდო ჯერ ტესტებს...

ქენონის კამერაც ჭკვიანური გათვლილია. არა მარტო ფასის სეგმენტში. ლინზის ცვლადობა და ტელევიკების მიყენება კუკუნა ტანზე ბევრს აფრთხობს: მაგას ისევ სლრ სჯობდეს იქნებო, რადგან კომპაქტურობა იკარგება და კონტროლის კუთხით სლრ მაინც სლრ-ია. ჰოდა, თუ ლინზამ გაამართლა ამ ახალი კამერის, ბესტსელერი იქნება. პორტრეტის დისტანციაზე შუქძალა 4-ზე რომ დაეჭირათ, ეგ დახატავდა. sad.gif

მოკლედ, ველოდები რეალ ლაიფ ტესტებს და ამ ორიდან ერთს ვიყიდი. მჭირდება ერთობ კომპაქტი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Jan 11 2012, 14:27
#23 

Amateur Amateur
1,402


Raulito,

ხო მაგრამ ყველას სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს

პირადად მინდა მეორე კამერა, რომელიც იქნება პატარა(მთაში რო ვატარო რთულ მარშუტებზე და ასევე ყოველდღე კურტკის ჯიბით)
1) პეიზაჟები უნდა გადაიღოს ნორმალური, (მაგ მხრივ გაშლილ კუთხეზე არაუშავთ კაი კომპაქტებს)
2) მაკრო ახლოდან ბუნებრივ განათებაზე (ახლოდან იმიტომ რომ 1.2 დიაფრაგმა არცერთს არ აქვთ ეხლა მაგა რო 50 სანტიმეტრიდან გადაიღო კენჭისტოლა რამე და ბლარი გაუკეთოს უკან)

მაგიტომ მეორე კამერად არ მაყობს დიდ მატრიციანი კომპაქტები და მაგიტო უნდა დავეძალო G9, G12 ს და მისნაირებს

კაი მაკრო ლინზა რო მივადგა ჩემ 20D ს ჯერ ერთი ეგრე 500$ მაინც უნდა რამე ნორმალურს და მეორეც ისეთ ექსტრემალურ პიროებში მიწევს ხოლმე აპარატის ხმარება, მაჯის საათივით უნდა გქონდეს მორგებული იქ. ბალაყანა რამეს ვერ ვათრევ.. ხან ჯიბიდან უნდა ისროლო კადრი და ხან ფეხის თითებით დააჭირო გადასაღებ ღილაკს lol.gif

მოკლედ მივმართავ აპარატების მწარმოებლებს: გამოუშვით რამე ულტრაკომპაქტ ან კომპაქტ კამერა მინიმუმ 3/4 მატრიცით და კარგი მაკრო მაჩვენებლIთ და ერთ ცალს მე ვიღებ უეჭველი!
თუ არადა ვივლი ისევ შევარდნაძის დროინდელი IXUS 60 ით (გალერეაში 99% მაგით მაქვს გადაღებული, 20D მაჩუქეს ეხლა, მარა დრაივერი ვერ ვიშოვე და სურათები ვერ გადამქვს კომპში lol.gif )


ფუჯის კაი ის აქვს რო სამივე ობიექტივი ფიქსირებული ფოკუსური მანძილითაა და არამგონია ქენონმა რო სულ L ის ლინზები ჩასვას ობიექტივში ზუმზე იგივე შედეგი მიიღოს wick.gif


აი ერთი ობიექტივი რო დაედო კიდე ფუჯის რამე 85 F/1.4 იფ იფ.....
მარა სად აქვთ მაგდენი ტვინი sad.gif
მოგი###ნთ მარკეტინგი :/

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Jan 11 2012, 17:26
#24 

Amateur Amateur
1,402


ამ სათამაშოს შესახებ იცოდით რამე???????

http://www.dpreview.com/products/pentax/slrs/pentax_q


მალე მობილურის კამერებსაც დაუყენებენ ესენი გამოსაცვლელ ობიექტივებს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
სულ გარეკეს ამათმა lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jan 14 2012, 02:56
#25 

Amateur+ Amateur+
7,355


მომწონს მე ესეთი მაიმუნური რაღაცეები DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jan 14 2012, 11:08
#26 
Club Founder

Administration Administration
8,485


wrangler,
თან პეიზაჟი და თან მაკრო და კაი ხარისხით და თანაც მჩატე მასე სადაა. კაი ცხოვრემა ყველას უნდა მაგრამ ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Jan 14 2012, 13:44
#27 

Amateur Amateur
1,402


Nika,

ოქროს შუალდი wick.gif
ამუ ყველაფერში ოპტიმალური კომპრომისი რო გააკეთო

მაგალითად სიმსუბუქე და კაი ხარისხი თავსბადია ამ ტიპის კამერებშიც, Gზეც შეიძლება იგივეითქვას დღის განათებაზე და LUMIXის LX სერიაზეც....


მაკროს და პეიზაჯებს რაც შეეხება, წესით მაკრო ობიექტივი ახლო დაფოკუსებაზეა გათვლილი და მანდ აქვს ხარისხი კონცენტრირებული, მარა რევიუებო რო ვნახე ბევრი მაკრო ობიექტივია, რომელიც უსასრულობაზეც მაგარ შედეგს იძლევა smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Jan 15 2012, 10:56
#28 

Master Master
2,310


ფუჯის X-პრო 1 იქნება კამერა, რომელიც თუ მატრიცის და პროცესორის კომბინაციით დადებს ადექვატურ პროფესიონალურ სტანდარტს, დაიკავებს იმ ნიშას, ძალიან საინტერესოდაა გათვლილი, კერძოდ ლაიკა M9 ტიპის კამერა მაგრამ მის 1/3 - 1/4 ფასში. თავისი კლიენტურა ეყოლება ამ სისტემას (ყურადღებით! სისტემას აკეთებს მთლიანს - ახალი ტანი, ბაიონეტი, ლინზების სერია, ფლეში და ა.შ.) და ძალიან სერიოზულიც. მთავარია ხარისხი აღმოჩნდეს ბომბასტიკ-ფანტასტიკი.

უკვე გამოჟონა ფუჯისგან, რომ უფრო მჩატე და მომცრო, მაგრამ გულად ბიჭებს ამზადებს გამოსაშვებად. ვარაუდობენ, რომ X100-ის ახალ ვერსიას ვიხილავთ მალე (დავარქვათ X200): ახალი მატრიცით (X-Pრო1-ისგან), გამოსწორებული ფანდურობებით, კვლავაც ფიქსირებული ფართე ლინზით და ფასით 1000 მწვანის საზღვარზე.

ასე, რომ ბუდუტ ი სტიხი, ი მატემაწიკა. smile.gif

პ.ს. ბუმბულივით მჩატე, 1Dს-ის ხარისხით და კიდო წყალქვეშაც რომ იღებდეს, ეგეთი მგონი ნასა-ში არ აქვთ ჯერ. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Jan 15 2012, 13:20
#29 

Amateur Amateur
1,402


Raulito,

ნუ გააზვიადე ეხლა შენ smile.gif

ნორმალური კომპაქტ კამერა, ნორმალური ზომის მატრიცით და ახლოდან რო აფოკუსებდეს არანაირად არაა ფანტასტიკა smile.gif


M9 ს კონკურენცია თუ უნდა ოდნავ მაინც, ფულ ფრეიმზე გამოუშვას რამე რაინჯფაინდერი და მერე კიდე შეიძლება ღარიბი ხალხის გადაბირება smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Feb 9 2012, 12:08
#30 

Master Master
2,310


აჰა, ისევ ოლია დეიდა კისკასობს. გუჯას გულის გასახარებლად რა გამოუშვეს, ა: smile.gif

http://www.dpreview.com/previews/olympusEM5/page4.asp


user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 9th November 2024 - 19:50

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'