უუუუუუ, მხეცუ, რა გამიცისკროვნე დღევანდელი დღე ხო არ იცი შენ! ბებიაჩემთან სოფელში გადამაგდე ეხლა შენ მე შუა აგვისტოში... პიტნის ჩაი ძველებურ მოვარაყებულ-ჩასადგმელ ჭიქაში, კვერცხი, ყველი და შოთი. მეცადინეობა და მერე ჭალაზე ტოლებში ბურთი, ნახერხზე წაჭიდავება, დაწრეტილ თეძამში მოღლილზე ჩაწოლა... მერე ამოსვლა სახლში მოშიებული, ცივი მაწონი დიდ მათლაფაში შოთის ყუით... ტახტზე გადაგორება, წიგნი და ჩაძინება... ბებიის კოჟრიანი ხელი შუბლზე და დუდუნი "ღამე გადაგიცდება, ზურიკოოოო, გაიღვიძე ბიჭო"... შებინდებულზე ზმორვით გაღვიძება, კედებში ფეხები, ცივი წყალი პირზე და ველოსიპე"ტ"ით სოფლის შუკებში შლიგინი, მერე ბირჟა-სემიჩკა-დამსვენებლების თვალიერება და კინოკლუბი! ეჰჰჰჰ.... კარგი იყო ბალღობა.